მთავარი შედეგია და არა ლამაზად მარცხი, არაბიძეს ინტენსივობა აკლია… – გახსნის თუ არა მატჩს თოფურია? – პრესკონფერენცია

მარტის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. სანიოლი: – კარგა ხანია ვფიქრობდი, რომ კანკავა ნაკრებში დამებრუნებინა. წასვლის შესახებ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით, მაგრამ მოწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამის შესახებ იაშვილსა და სხვებს ვუთხარი, შემდეგ ჯაბას ვესაუბრეთ და მან თქვა, მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდენიმე […]
ევროპარლამენტი – რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ ვაგზავნით

ევროპარლამენტი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არ დააკვირდება და შესაბამისად, რუსეთში დამკვირვებლის სტატუსით გამგზავრების უფლებამოსილება არც ერთი ევროპარლამენტარისთვის არ მიუნიჭებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული. “ევროპარლამენტი არ დააკვირდება ამ საარჩევნო პროცესს და, შესაბამისად, არ გააკეთებს კომენტარს არც თავად პროცესზე და არც მის შედეგებზე. ევროპარლამენტის არც ერთი წევრი არ არის უფლებამოსილი დააკვირდეს ამ საარჩევნო პროცესს ევროპარლამენტის სახელით […]
ხარკოვის და სუმის ოლქებზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო

რუსმა სამხედროებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებზე. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცის ინფორმაციით, დილით ორი სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არასაცხოვრებელი შენობებია განთავსებული. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო […]
კანკავა ნაკრებში დაბრუნდა, კაპიტანი კვლავ კაშია იქნება – შემადგენლობა

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობა გამოაცხადა. ყველაზე დიდი სიახლე ჯაბა კანკავას დაბრუნებაა. ვილი სანიოლის განცხადებით, “ჯვაროსნების” ექსკაპიტნის დაბრუნების მიუხედავად, გუნდს კვლავ გურამ კაშია უკაპიტნებს. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი; მცველები: საბა კვირკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან […]
„წლიურად 3 ათასიდან 8 ათასამდე საწვიმრის რეალიზაცია ხდება“ – „ჟუჟუნა წვიმა“

კომპანია „ჟუჟუნა წვიმა“ წლის განმავლობაში 3-4 ათასი საწვიმრის რეალიზაციას ახდენს. კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, „ჟუჟუნა წვიმა“ თანამშრომლობს ჩინეთში არსებულ კომპანიასთან, სადაც მზადდება მათ მიერ მიწოდებული დიზაინის საწვიმრები და იგზავნება საქართველოში. „საწვიმრების დიზაინსა და პრინტს ჩვენ თვითონ ვქმნით. ამის შემდეგ, დეტალებს ვაწვდით ჩინეთში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. დამზადებული პროდუქცია კი საქართველოში ჩამოგვაქვს. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ჩვენ […]
თბილისის მერია – სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების გამო, კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. „დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. კორპუსის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდება, ადგილობრივი მოსახლეობა საცხოვრებლად აღნიშნულ კორპუსს დაუბრუნდება, […]
დიდუბის რაიონის მაჟორიტარის განცხადებით, მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა

გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა სამტრედიას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. “ სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ, გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების საცხოვრებელი […]
გუბერნატორი – უკრაინა ბელგოროდს დრონებით დაესხა თავს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდს თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება. მისი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი სახლის ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „ქალაქ ბელგოროდს უკრაინის შეიარაღებული ძალები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მშრალ ბალახში ხანძარი გაჩნდა, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 მარტს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში კასკადის, ჭიჭინაძის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ბურღულები, გრემისხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალშენი, ძალისი, […]
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ოთხი დრონი გაანადგურა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხი დრონი და ერთი მიწა-ჰაერი კლასის რაკეტა გაანადგურეს. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც „ჰუსიტმა“ ბოევიკებმა ადენის ყურეში ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არცერთი ხომალდი არ დაზიანებულა.