წინასწარი შეფასებით, დიდუბეში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

თბილისის დიდუბის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. აფეთქება გვიან ღამით, სამტრედიის ქუჩაზე მოხდა. მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია სადარბაზოს რამდენიმე სართული და შენობის სიახლოვეს გაჩერებული ავტომობილები. აფეთქების ტალღამ კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაამსხვრია. თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველადი […]

ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვის წინადადებით გამოდის, – ინფორმაციას გამოცემა News.am ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი – 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. დოკუმენტი, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, განიხილონ სომხეთის ევროკავშირის […]

„ჰეზბოლას“ ლიდერი – ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ომი წააგო და რაფაჰში შეჭრა ამას ვერ შეცვლის

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედროები საიდუმლოდ ინახავენ ჩრდილოეთში მის დანაკარგებს. ”ჩვენი სამხრეთი ფრონტი აგრძელებს მტერზე ზეწოლას ადამიანურ, მატერიალურ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე,” – აღნიშნა ნასრალამ. მისი მტკიცებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზაში ომი წააგო და რაფაში ისრაელის შეჭრა ამას ვერ შეცვლის. „ხუთთვიანი ბრძოლის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ […]

რუსეთის საგარეო უწყება – დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით ვენის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გავცემთ

რუსეთი ავსტრიიდან ორი დიპლომატის გაძევებას უპასუხებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. „რუსეთი ვენის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემს“, – აცხადებენ უწყებაში. რუსეთის საელჩოში განმარტავენ, რომ ავსტრიას არ წარმოუდგენია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის მტკიცებულება, ამიტომ მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და კატეგორიულად არ ეთანხმება. შეგახსენებთ, ავსტრიამ ქვეყნიდან ორი […]

ევროკავშირის საბჭომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაცვლელად პირველი ნაბიჯი გადადგა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი (COREPER) მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის რეგულაციის ცვლილების რედაქციაზე შეთანხმდა. თუ EU ამ ცვლილებებს მიიღებს, მეტი შესაძლებლობა ექნება, უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევებს წინააღმდეგობა გაუწიოს. განახლებული მექანიზმის ფარგლებში უვიზო რეჟიმის გასაუქმებლად ახალი საფუძვლები იარსებებს. ეს ახალი მიზეზები იქნება: · უვიზო რეჟიმის მქონე მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკის შეუთავსებლობა EU-ს […]

დიდუბის რაინის მაჟორიტარის განცხადებით, მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა

გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ადამიანების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჩხარტიშვილმა სამტრედიას ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. “ სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ, გამგეობა და თბილისის მერია უზრუნველყოფს ამ ადამიანების საცხოვრებელი […]

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც. კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს. […]

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც. კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს. […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი – სამტრედიის ქუჩაზე, კომერციულ ფართში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა – არავინ დაშავებულა, გამოყვანილია ყველა მოქალაქე

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, სამტრედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. “სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ […]

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობის რამდენიმე სართული, ჩაიმტვრა ახლომდებარე კორპუსების შუშები, დაზიანდა მანქანები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სასწრაფო და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. შენობიდან გამოჰყავთ დაშავებულები. ჯერჯერობით, უცნობია აფეთქება რამ გამოიწვია.