მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. […]

რუსეთში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მაგადანის ოლქში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 20 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი და დაშავდა კიდევ ორი. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა. რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს ოქროს მაღაროს მუშები გადაჰყავდა.

ეკონომიკური წინსვლა გვქონდა იმ პერიოდში, როცა ვიღაცების გათვლით, ომში უნდა ვყოფილიყავით

ღარიბაშვილი რომ გამოდიოდა და ჩვენი მომხრეებიც კი, პირადად ჩემთან რომ მოდიოდნენ და ამბობდნენ, ხომ შეიძლება, ასე ხისტად არ ეთქვა უკრაინასთან დაკავშირებითო, თურმე, ის ხისტი ნათქვამი მაშინ ყოფილა პირდაპირ გაჭირა იმ ნარატივის, რომ ჩვენ ყველანაირად დავუდგებით უკრაინას გვერდით, ოღონდ ომში ვერ ჩავერთვებით. ამისი გარანტია ყოფილა თურმე მაშინდელი ნათქვამი ქვეყნის პირველი პირის. ეს ხომ უნდა დავინახოთ?! – […]

სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა – ლევან მუსელიანი

სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა – ლევან მუსელიანი თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „პირველადი დათვალიერებით გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირია. სავარაუდოდ, […]

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა – თბილისის მერია

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა – თბილისის მერია დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების გამო, კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით. აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. „დაზარალებული მოსახლეობა შენობიდან დროულად გამოიყვანეს. მათი სასტუმროებში დაბინავება დიდუბის რაიონის […]

„საფონდო ბირჟა განვითარების ტემპს ჩამორჩება… საქართველომ ასევე უნდა იმუშაოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზე“ – როგორია ქართული კაპიტალის ბაზრის გამოწვევები

„საფონდო ბირჟა განვითარების ტემპს ჩამორჩება… საქართველომ ასევე უნდა იმუშაოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზე“ – როგორია ქართული კაპიტალის ბაზრის გამოწვევები საქართველოში კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაზე და შესაბამისად ბიზნესის მხრიდან დაფინანსების წყაროების ნაკლებობაზე, სფეროს წარმომადგენლები წლებია საუბრობენ, დროდადრო მისი განვითარების აუცილებლობაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც აკეთებენ განცხადებას, თუმცა ვითარება მხოლოდ უმნიშვნელოდ იცვლება. წლების წინ ისიც ითქვა, რომ საპენსიო […]

უკვე 10 დღეა, ბათუმში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

უკვე 10 დღეა, ოჯახი 20 წლის ნიკა ცეცხლაძეს ეძებს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს 4 მარტს ნახეს. ის სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე: 591 67 61 00 ან 598 09 00 52 ასევე მიმართოთ 112-ს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 14 მარტს ქუთაისში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანია დღე ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა […]

Bloomberg: ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებსაც უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთის სიმძლავრეთა 12% მოდის

რუსეთის სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომლებსაც ბოლო ორ დღეში უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთში ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 12% მოდის. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. სააგენტოს ინფორმაციით, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 13 მარტს იყო, წელიწადში 17,1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და მოსკოვის მახლობლად მდებარე რეგიონების ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელია. რიაზანის ქარხანა რუსეთის ნავთობის […]

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო – ღაზაში 4 თვეში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს სხვა კონფლიქტებში 4 წლის განმავლობაში

ღაზაში, ომის დაწყებიდან ოთხი თვის პერიოდში იმაზე მეტი ბავშვი დაიღუპა, ვიდრე მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოში აცხადებენ. ორგანიზაციის გენერალურმა კომისარმა, ფილიპ ლაზარინიმ ამ მონაცემებს “გამაოგნებელი” უწოდა და გააზიარა დიაგრამა, რომელზედაც 2019-2022 წლებში გლობალურად მიმდინარე კონფლიქტებში დაღუპული ბავშვების რაოდენობა ღაზაში, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 […]