„რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდა

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დღესაც გრძელდება შეტევა ბელგოროდის და კურსკის ოლქებზე. რუსეთი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის ამ რეგიონებში დამოუკიდებლად მოქმედებენ რუსი მოხალისეების ჯგუფები. ერთ-ერთმა ასეთმა ჯგუფმა, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“, ბელგოროდის და კურსკის მცხოვრებთ ევაკუაციისკენ მოუწოდა. ბელგოროდის მერმა, ვალენტინ დემიდოვმა დღეს განაცხადა, რომ ქალაქის დაცხრილვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა […]
ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობა 1 ივლისიდან უქმდება

რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს. რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს. თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, […]
მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და ამასთან ერთად – […]
ლიბერთის განცხადება საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით

ლიბერთი აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს. ამ ცვლილების შედეგად […]
ჯანდაცვის მინისტრი „დიარჯი“ სისტემაზე – მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება სრულვყოთ არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს

მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან „დიარჯი“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სისტემა, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. „დიარჯი“ არის მეთოდი და ინსტრუმენტი, თუ როგორ […]
გურამ მაჭარაშვილი – მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი – როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი“ ოლიგარქად

მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი – როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი“ ოლიგარქად; აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის“ სანქციები შეერთებული შტატებიდან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რასაც ცუდს, არასამართლიანად უსურვებ […]
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. “შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე; განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა ინვესტიციების, ექსპორტის ზრდის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამების […]
მიხეილ სარჯველაძე – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა – ზოგად პრობლემატიკაზე ვისაუბრეთ, პრობლემის გადაჭრაზე მოგვიანებით გვექნება შეჯერებული პოზიცია

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა – ზოგად პრობლემატიკაზე ვისაუბრეთ. კონკრეტული პრობლემის გადაჭრაზე მოგვიანებით გვექნება შეჯერებული პოზიცია, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, პირველ ადგილზე უნდა იყოს პაციენტის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვა. “რესპუბლიკური საავადმყოფოს […]
ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მცირე მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება!

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საწვავზე ფასის მატება მოგონილი პრობლემაა – ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე ვალდებული არიან მეწარმეებსაც გასცენ პასუხი, როგორ ხდება, რომ საქართველოში ორჯერ გაძვირებული საწვავი იყიდება! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მცირე მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. ხაბეიშვილის განცხადებით, საწვავის გაძვირება უმნიშვნელოვანესი, ყოველდღიური პრობლემაა მცირე მეწარმეებისთვის. „მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საწვავზე ფასი რომ იზრდება, ეს […]
ლევან დავითაშვილი – კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობის სტრუქტურული რეფორმების ერთი-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ სურათში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მთავარ ასპექტებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და „შუა დერეფნის“ როლის მორგებით, საქართველოს ამბიცია […]