ბორელი: ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (COREPER) წევრებმა შეთანხმებას მიაღწიეს. “ჩვენ ეს შევძელით. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია: ჩვენ მთელი ძალით დავუჭერთ მხარს უკრაინას, […]
პროუკრაინული რუსული ჯგუფების გაფრთხილების შემდეგ, ბელგოროდის ცენტრში აფეთქებები გაისმა

მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა ქვედანაყოფებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომ საათ-ნახევარში ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მდებარე სამხედრო ობიექტებს დაარტყამდნენ, ქალაქ ბელგოროდის ცენტრში აფეთქებების ხმა ისმის. ცნობები რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, დარტყმების შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები წერენ, რომ ქალაქში ისმის სარაკეტო განგაში. აქამდე, რამდენიმე წუთით ადრე უკრაინის მხარეს […]
Financial Times – აშშ-მა „ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა

აშშ-მა „ჰუსიტების“ თავდასხმების შესახებ ირანთან ფარული მოლაპარაკებები გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლები ირანელ კოლეგებს იანვარში, ომანში შეხვდნენ და მხარეებმა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმები და ირანის ბირთვული პროგრამა განიხილეს. „ჩვენ ირანისთვის ინფორმაციის გადაცემის ბევრი გზა გვაქვს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის […]
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპანია „არემჯისა“ და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი

ქალაქ ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, კომპანია ,,არემჯისა“ და მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციისა და ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერის საკითხში მხარეების შემდგომ საქმიანობას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთანხმება მხარეებს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაგრძელებაა და 6 წლის წინ დაწყებული […]
მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი”, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ჯამში, 18 000 850 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 524 320,63 ლარი შეადგინა. […]
ФСБ: დავაკავეთ РДК-ს წევრები, რომლებიც ფრონტზე მოწამლული საკვების გაგზავნას გეგმავდნენ

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის(ФСБ) თანამშრომლებმა სანქტ-პეტერბურგის ოთხი მაცხოვრებელი დააკავეს. უწყების მტკიცებით ისინი უკრაინის მხარეს მებრძოლი სამხედრო დაჯგუფების, რუსული მოხალისეთა კორპუსის(РДК) წევრები არიან. ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, დაკავებულები “პეტერბურგში ტერაქტებს გეგმავდნენ” და “სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებისთვის მძიმე ქიმიკატებით მოწამლული ჰუმანიტარული დახმარების” გაგზავნას აპირებდნენ. უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულების წინააღმდეგ ტერორიზმის ბრალდებით საქმე აღძრა. სტატია 10-დან 20 წლამდე […]
Axios: აშშ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის ორ ავანპოსტს დაასანქცირებს

ამერიკული გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ორ უკანონო ავანპოსტს დაასანქცირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს რამდენიმე დღეში მიიღებს. ინფორმაციას Axios-ი აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორი ავანპოსტი დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში ექსტრემისტი მოსახლეების მიერ პალესტინელებზე თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ არა მხოლოდ ინდივიდებს, არამედ მთლიანად ავანპოსტებს და დასახლებას […]
პუტინი: საპრეზიდენტო არჩევნები მერვედ ტარდება, დემოკრატიულობის ხელშეუხებლობის მაჩვენებელია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ხმის მისაცემად წავიდნენ. პუტინის მტკიცებით, ფაქტი, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მერვედ იმართება, მოწმობს რომ დემოკრატიული პრინციპები ხელშეუხებელია. “ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო. ხვალ, 15 მარტს მთელ ჩვენს უზარმაზარ ქვეყანაში გაიხსნება საარჩევნო უბნები, დაიწყება სამდღიანი ხმის მიცემა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ეს რუსეთში უკვე […]
ევროკავშირი უფრო მარტივად შეძლებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები (Coreper) უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ. განახლებული მექანიზმის მიხედვით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძველი უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად: · როდესაც ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყანა არ იცავს იგივე სავიზო წესებს, რასაც ევროკავშირი და ეს იწვევს უფრო მეტი ადამიანის შესვლას ევროკავშირში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ახლოს არის ევროკავშირთან; · ინვესტორის მოქალაქეობის სქემის […]
1 ივლისიდან 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები უქმდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება პირადობის არაელექტრონული (ლამინირებული) მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით […]