ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინეთის დიპლომატიის ინსტიტუტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – “საქართველოს საგარეო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე“. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სამხარაძემ რეგიონული უსაფრთხოების გარემო და […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021-2022 წლებში შპს „ქართრეიდის“ დილერმა ზ.მ-მ, დირექტორებმა მ.ყ.-მ და დ.ჩ.-მ, […]

ლიბერთის განცხადება საპენსიო სესხებზე პროცენტის კლებასთან დაკავშირებით

ლიბერთი აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით. კერძოდ, ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს. ამ ცვლილების შედეგად […]

„გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას” – ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი

„ევროპის გაფართოება აუცილებელია ევროკავშირის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოში მიღწეულ პროგრესს. გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს ევროპისკენ სვლას.” – ამის შესახებ ფინეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდერს ადლერკროიცმა, ქ. ჰელსინკიში, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ანდერს ადლერკროიცის განცხადებით, ფინეთი აუცილებლად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 12 -13 მარტს, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური […]

Georgian Wings-ის საჰაერო ფლოტს კიდევ ერთი ბოინგ 737 შეემატა

ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ის ავიაპარკს კიდევ ერთი საჰაერო ხომალდი შეემატა. Boeing 737 თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული და უკვე ავიაკომპანიის კორპორატიული ფერებით არის ბრენდირებული. საჰაერო ხომალდი 148 ეკონომ სავარძელს აერთიანებს. ,, Georgian Wing-ი მუდმივად და აქტიურად მუშაობს, როგორც ფლოტის გაზრდის, ასევე ახალი მიმართულებების დამატების კუთხით. თებერვლის თვის მეორე ნახევარში ავიაკომპანიამ რიგით მეორე 148 მგზავრზე […]

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით ლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე

“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით ლარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება,” – ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ “ბიზნესპარტნიორის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე შეფასების, საბანკო სექტორის სისტემური რისკი მთლიანად შემცირდება. “მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მცოცავი საპროცენტო განაკვეთი აქვს და ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანწილად მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას […]

“სეულში” გადასული ლინგარდი “სამხრეთ კორეელ კიმ კარდაშიანს” დაუკავშირდა – გოგონამ ამის შესახებ ისაუბრა

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯესი ლინგარდმა ახლახანს სამხრეთ კორეულ “სეულთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და დებიუტიც ჰქონდა, მაგრამ დიდი წარმატებით ვერ გამოირჩა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი ცნობილ სამხრეთ კორეელ ინფლუენსერთან Applee-სთან ცდილობს ურთიერთობის დამყარებას, რომელსაც სოციალურ ქსელში 2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. Applee ცნობილი თავისი ფიგურით გახდა და მას “სამხრეთ კორეელ კიმ კარდაშიანს” ეძახიან. როგორც გოგონას გავრცელებული […]

“კომუნიკაცია გაგრძელდება” – ჯანდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკურის მედპერსონალს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თავის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მინისტრმა სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტთან და მედიკოსებთან ერთად, საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია […]

“ქალების ძალა” – ქანიე უესტის ყოფილი და ახლანდელი ცოლები კანიეს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ – Marao

რე­პერ ქა­ნიე ვეს­ტის მხარ­და­სა­ჭე­რად მისი ყო­ფი­ლი და ახ­ლან­დე­ლი ცო­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ – სან ფრან­ცის­კო­ში კიმ კარ­და­ში­ა­ნი და ბი­ან­კა ცენ­სო­რი ერ­თად და­ეს­წრნენ კონ­ცერტს, სა­დაც ქა­ნი­ემ ახა­ლი ალ­ბო­მი წა­რად­გი­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც კიმ კარ­და­ში­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი და მო­წყე­ნი­ლი ჩან­და. მარ­თა­ლია კიმი და ბი­ან­კა კონ­ცერ­ტზე გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით, ისი­ნი სუ­ლაც არ ჰგავ­დნენ მე­გობ­რებს […]

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ალსუ კურმაშევას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ რადიო თავისუფლების თათარ- ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ალსუ რუსეთში დაკავებამდე ცხოვრობდა და მუშაობდა პრაღაში. გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების ფორმატში გამოსვლისას, ლიპავსიმ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, რომელსაც რუსეთში სხვადასხვა ბრალდების გამო 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თემა დისკუსიისა, რომელშიც იან ლიპავსკი მონაწილეობდა, ომისა და კონფლიქტების […]