ქართველ ჩემპიონს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს – დეტალები

ძიუდოში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ამის მიზეზი ანტიდოპინგური სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომელმაც 26 წლის სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერების აღმოჩენის გამო ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. როგორც საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, სპორტსმენმა 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს ჩააბარა ნიმუში, რომელიც გაიგზავნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ (WADA) აკრედიტებულ […]
Red Wings გროზნოდან თბილისსა და ბათუმში ფრენებს გეგმავს
რუსეთში ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოში დამატებითი ავიარეისების განსახორციელებლად წინასწარი ნებართვა მისცეს. Red Wings სურს, შემდეგი მიმართულებები დაამატოს: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი. თითოეულ მიმართულებაზე კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა გაიცა. რეისების შესასრულებლად ავიაკომპანიას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ამჟამად Red Wings დაფრინავს ბათუმში მოსკოვიდან; ქუთაისში მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან; თბილისში სანქტ-პეტერბურგიდან, სამარიდან, ყაზანიდან და […]
ასი ათასობით დოლარი დახარჯეს ადამიანების დასარწმუნებლად, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ – მდინარაძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე: ასი ათასობით დოლარი დახარჯეს იმაში, რათა დაარწმუნონ ადამიანები, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ. წავიდნენ ეს ასი ათასობით დოლარი სხვა კარგ საქმეში დახარჯონ და მანიპულაციებს თავი დაანებონ ვიცით, რომ ორი ომის და პანდემიის ფონზეც მოვახერხეთ რაღაც ნიშნულზე გაჩერება, ის ნიშნულიც მაღალია გასაგებია, ყველა ჩვენგანის ჯიბეს ურტყამს, ეს მშვიდობის შენარჩუნებასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან, […]
მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” წევრს, ლევან ფიფიას პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ “ქართული ლეგიონის” წევრს, ლევან ფიფიას დაუსწრებლად ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ ფიფია უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ახლა ფიფია რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია შეყვანილი.მუხლი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი მებრძოლს ედავება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ თებერვალში პუტინის სასამართლომ ქართული ლეგიონის მეთაურს […]
2022 წელს საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტიორების სამეულში იყო – AAWE
2022 წელს საქართველო რუსეთში ღვინის ექსპორტირების სამეულში იყო და რუსეთის ფედერაციაში $160.8 მლნ-ის ღვინო შეიტანა. ამის შესახებ მონაცემებს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს. ამ მხრივ ლიეტუვა პირველ ადგილზეა $192 მლნ-ის ღირებულების ღვინის ექსპორტით, მეორეზეა იტალია $181.1 მლნ-ით და მესამეზე – საქართველო. ათეულშია – ლატვია, ესპანეთი, პოლონეთი, ჩილე, გერმანია. საფრანგეთი და აშშ. AAWE-ს მონაცემებით რუსეთის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6758 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6758 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9271 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9061 ლარს შეადგენდა. […]
იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ეს განცხადება მან დღეს გააკეთა. „საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. […]
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქ.ქუთაისში შეხვედრა გაიმართა
14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ […]
თინა ბოკუჩავა კეზერაშვილზე – მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, ამიტომ ნონსენსია თავისთავად თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა

მე რამდენადაც ვიცი, ამ ადამიანს [დავით კეზერაშვილს] საერთოდ ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს. ამიტომ ნონსენსია თავისთავად ეს თემა, რომელიც ახლა ხელისუფლებამ ააგორა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ს მიერ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრზე, დავით კეზერაშვილზე ვიზის არ გაცემის ფაქტს. ბოკუჩავა „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, რომ დაინტერესდნენ იმ ადამიანების ყოფით […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6758 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6758 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6758 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6586 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0172 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9271 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9061 ლარს შეადგენდა. […]