ამერიკული კომპანია Wabtec ყაზახეთის სარკინიგზო ლოგისტიკაში $1 მლრდ-ის ინვესტირებას მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთისა და ცენტრალური აზიის უფროსმა დირექტორმა ნიკოლას ბერლინერმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე Business 5+1 (B5+1) აშშ-ისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნებზე ისაუბრა. ამერიკულ კომპანიებსა და ცენტრალურ აზიას შორის გრძელვადიანი კავშირების მაგალითებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ აღნიშნა, რომ 2023 წლის სექტემბერში, „Westinghouse Air Brake Technologies […]

airBaltic-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგიდან ფრენებს თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგიდან ფრენებს თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც განახორციელებს. რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე airBaltic-ი რეისებს კვირაში 5 სიხშირით შეასრულებს, ხოლო რიგა-ბათუმი-რიგას მიმართულებაზე 1 სიხშირით. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე airBaltic-ი რიგიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით ოპერირებდა და ფრენებს ლატვიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში 3 სიხშირით ასრულებდა. წყარო: avianews

პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონისთვის მზადების პროცესს და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება. ხაზი გაესვა ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლისთვის […]

ირანში სასამართლომ ოსკაროსან რეჟისორს, ფარჰადის პლაგიატის ბრალდება მოუხსნა

ირანის სასამართლომ „ოსკარის“ ორგზის მფლობელს, ირანელ კინორეჟისორს, აშღარ ფარჰადის მოუხსნა პლაგიატის ბრალდება მისი ფილმშის, „გმირის,“ გამო რომელსაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა. ყოფილმა სტუდენტმა, აზადე მასიჰზადემ ფარჰადის ბრალად დასდო, რომ მოიპარა დოკუმენტური ფილმის იდეა, რომელიც მან გადაიღო რეჟისორის მიერ 2024 წელს თეირანში ჩატარებული სემინარის დროს. ფარჰადის კომპანიამ, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მართავს, გაავრცელა ცნობა, რომ სასამართლოს […]

პრემიერი – უწმინდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა

ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი მონაპოვარია. ქართული მრავალხმიანობა აერთიანებს, ერთი მხრივ, თითოეული ადამიანის უნიკალურობის, და მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითმყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი თუ ზოგადად სამყაროსადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქართული გალობის მრავალტომეულის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. სემეკ-ის ინფორმაციით, ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის […]

„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. „თიბისის“ ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის წარდგენაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე ევროპის საბჭოს პროექტის – ,,ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით წარსდგა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ გახსნა და მას ევროპის საბჭოს პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელი დონჩე ბოშკოვსკი უძღვებოდა. ინფორმაციის […]

ეროვნულ ბანკში მასწავლებელთათვის განკუთვნილი „სკოლა-ბანკის“ ტრენინგები გრძელდება

ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუ“ (www.finedu.gov.ge) „სკოლა-ბანკის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა გადამზადებას განაგრძობს. 11-14 მარტს ეროვნულ ბანკში ტრენინგების მორიგი 2 სესია გაიმართა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან საჯარო და კერძო სკოლების 40 მასწავლებელი დაესწრო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2-დღიან ტრენინგებზე ფინანსური განათლების საკითხების სკოლაში სწავლების ყველა ის აქტიური მეთოდი და საკითხი განიხილეს, რომელიც „სკოლა-ბანკის“ სახელმძღვანელოშია […]

მამუკელაშვილის 6 ქულა და 5 მოხსნა “ჰიუსტონთან”

სანდრო მამუკელაშვილს “სან ანტონიო სპურსში” იშვიათად ეძლევა სათამაშო დრო. გამონაკლისი გახლდათ გასული შეხვედრა, რომელშიც “სან ანტონიომ” “ჰიუსტონ როკეტსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101:103 დამარცხდა. მამუკელაშვილი მოედანზე მეორე მეოთხედიდან გამოჩნდა, მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან სულ სამჯერ შეუტია და სამივეჯერ შედეგიანად. სანდრომ ბურთი 4-ჯერ შეტევაში მოხსნა, ერთხელ – დაცვაში, ორჯერ კი დაჯარიმდა. მოედანზე ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გამთამაშებელი […]