იენს სტოლტენბერგი – უახლოეს მომავალში საქართველოს ვეწვევი

საქართველოს უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას და ზოგადად, ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი […]
შალვა პაპუაშვილი – საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსში ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს ძალიან მაღალ დონეს და წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ადამიანური განვითარების ანგარიშს ეხმიანება და წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის 1 წევრსა და 6 კანდიდატ ქვეყანას. „საქართველო განაგრძობს ადამიანური განვითარების ინდექსში აღმავალი ტრაექტორიით სვლას და უკვე მესამე წელია ზედიზედ ინარჩუნებს შეფასებას – “ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონე”. მსოფლიო მასშტაბით მე-60 ადგილით, საქართველო წინ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მუხრანი, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე, მუხათწყაროში, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს […]
რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს

რუსეთი პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს. ამის შესახებ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, სტანისლავ პოზდნიაკოვმა განაცხადა. „ჩვენ ბოიკოტის გზას არასდროს ავირჩევთ. ჩვენს სპორტსმენებს მხარს ყოველთვის დავუჭერთ. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ წამოყენებული პირობები უკანონო, უსამართლო და მიუღებელია“, – განაცხადა სტანისლავ პოზდნიაკოვმა. შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ […]
ირაკლი ნადარეიშვილი – კაპიტალის ბაზრის რეფორმა მეტად აქტიურ ფაზაში გადავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა და […]
„წითელი ჯვარი“ – შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება გრძელდება

14 მარტს, ერგნეთში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს და შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მე-19 შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს. მათივე ცნობით, საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ქართველ, ოს და რუს მონაწილეებს აერთიანებს, 2010 წელს დაარსდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდითა და ტექნიკური მხარდაჭერით, […]
Red Wings-ი გროზნოდან თბილისსა და ბათუმში პირდაპირი ფრენების დამატებას გეგმავს

13 მარტს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, როსავიაციამ რუსულ ავიაკომპანია Red Wings-ს საქართველოს მიმართულებით დამატებითი ფრენების წინასწარი ნებართვა მისცა. Red Wings-ს სურს ფრენების დამატება შემდეგი მიმართულებებით: ირკუტსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, გროზნო-თბილისი, ნოვოსიბირსკი-თბილისი, ნოვოსიბირსკი-ბათუმი, გროზნო-ბათუმი, ნოვოსიბირსკი-ქუთაისი. თითოეულ მიმართულებაზე გაიცა ნებართვა კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად. რუსული ავიაკომპანიის ახალი ფრენების დასაწყებად საჭიროა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ […]
იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კვლავ ეწვევა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კიდევ ერთხელ ეწვევა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოსთვის რეფორმები მნიშვნელოვანია. “საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის ქვეყანას ახლო მომავალში კვლავ […]
ყაზბეგში ტრაილერები პრობლემას ქმნიან, რის გამოც ბევრი უკმაყოფილო ტურისტი მივიღეთ – ვალერი ჩეხერია
Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ ტრაილერები ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილების პრობლემას ქმნის, რამაც ტურისტების უკმაყოფილება და ბევრი ჯავშნის გაუქმება გამოიწვია.
რას წერს ქართველი ქალი ანტონიო ბანდერასთან შეხვედრის შესახებ

„მოგზაურთა კლუბის“ ფეისბუკის გვერდზე თამარ წიკლაური მკითხველებს საკუთარ ისტორიას უზიარებს, თუ როგორ შეხვდა მალაგაში ცნობილ მსახიობს, ანტონიო ბანდერასს. „მოკლედ ასე იყო: ვარ მალაგაში და აეროპორტში წასვლამდე 8 საათით ადრე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქალაქში ბოდიალი. გავუარეთ ერთ-ერთი რესტორნის ეგრეთ წოდებულ ტერასას და ჩემი მეუღლე მშვიდად მეუბნება: ნახე ეს ის არ არის? მე – ვინ […]