ირანში სასამართლომ ოსკაროსან რეჟისორს, ფარჰადის პლაგიატის ბრალდება მოუხსნა

ირანის სასამართლომ „ოსკარის“ ორგზის მფლობელს, ირანელ კინორეჟისორს, აშღარ ფარჰადის მოუხსნა პლაგიატის ბრალდება მისი ფილმშის, „გმირის,“ გამო რომელსაც კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მიენიჭა.
ყოფილმა სტუდენტმა, აზადე მასიჰზადემ ფარჰადის ბრალად დასდო, რომ მოიპარა დოკუმენტური ფილმის იდეა, რომელიც მან გადაიღო რეჟისორის მიერ 2024 წელს თეირანში ჩატარებული სემინარის დროს.
ფარჰადის კომპანიამ, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობას მართავს, გაავრცელა ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება თეირანის უნივერსიტეტის გამოჩენილი პროფესორების, ასევე ინტელექტუალური და სახელოვნებო საკუთრების სამართლის პედაგოგების და ექსპერტების დასკვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)