“ამ ოპერაციისგან 100 კაციდან 2 კვდება 30 დღეში” – გიორგი ფხაკაძე

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე: ბარიატრიული ოპერაცია, ანუ კუჭის ამოჭრის ოპერაცია არის კატასტროფა. 30 დღეში 100 კაციდან 2 კვდება. ეს არის მეცნიერული სტატისტიკა. ამ ოპერაციას გააჩნია პრობლემები, მაგალითად, იმ ვიტამინების, რკინების და მინერალების, რაც უნდა მიიღოს ორგანიზმმა, ათვისება კუჭიდან ვეღარ […]

“ოლე, ოლე, ოლე, ვინისიუსი – შიმპანზე” – სკანდირებდნენ “ატლეტიკოს” გულშემატკივრები

ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკომ” “ინტერს” პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. Agente Libre Digital-ის ცნობით, მატჩის წინ მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს “რეალის” შემტევ ვინისიუსს. “ატლეტიკოს” ფანები სტადიონის შესასვლელთან მღეროდნენ და სკანდირებდნენ: “ოლე, ოლე, ოლე, ვინისიუსი – შიმპანზე”.

„კაპიტალის ბაზრის რეფორმა შემდგომ, მეტად აქტიურ, ფაზაში გადავიდა“ – ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის სასესხო კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2023 წელს გაორმაგდა […]

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ში „ტიკ-ტოკის“ აკრძალვას გულისხმობს.- ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. მედიის ცნობით კანონპროექტს მხარი 352-მა დეპუტატმა დაიჭირა , წინააღმდეგი კი 65 იყო. კანონპროექტის წინააღმდეგ 15 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი კანონმდებელი წავიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სენატში. ამავდროულად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს კანონპროექტს, თუ კანონპროექტს სენატი […]

Volvo-მ თებერვალში 50,315 ავტომობილი გაყიდა

50,315 გაყიდული ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით ერთ თვეში – ასეთია თებერვლის მონაცემები, რომლებსაც Volvo cars ავრცელებს. კომპანიის ისტორიაში პირველად, გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი ელექტრიფიცირებული მოდელების წილი აღმოჩნდა. საუბარია როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჯამურად ელექტრულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. კომპანიაში ამ ისტორიულ შედეგს ახალი, EX30 (SUV-ის) გაზრდილი გაყიდვებით ხსნიან. სრულად ელექტრული ავტომანქანების წილმა თებერვალში მთელი მსოფლიოს […]

ილონ მასკის Starship-ის რაკეტა სატესტო გაფრენაზე მესამედ გაუშვეს (VIDEO)

მესამე ფრენის დროს Starship-მა წინა გამოცდის შედეგები გააუმჯობესა. SpaceX-ის თქმით, მესამე სატესტო ფრენის მიზანი ხომალდის ორივე ეტაპის წარმატებული გაშვება, Starship-ის ტვირთის კარების გაღება და დახურვა, Raptor-ის ძრავის კოსმოსში ხელახლა ამოქმედება, Starship-ის ატმოსფეროს მკვრივ ფენებში მართვადი დაბრუნება და ა.შ. იქნება. ამასთანავე, მესამე ფრენას რაკეტა ახალ ტრაექტორიაზე შეასრულებს და Starship-ის ჩამოვარდნის სამიზნე ინდოეთის ოკეანე იქნება. კომპანიის თქმით, […]

ლაზარე გრიგორიადისის დედის თქმით, 24 მარტს შვილთან დადასტურებული პაემანი გაუუქმდა

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე აცხადებს, რომ 24 მარტს შვილთან დადასტურებული პაემანი გაუუქმდა. თამთა კალანდაძის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ პაემნის გაუქმების მიზეზად ის დაასახელა, რომ 24 მარტი კვირას, დასვენების დღეს, ემთხვევა. როგორც თამთა კალანდაძე ამბობს, ლაზარე გრიგორიადისი მაშინვე უნდა გაეფრთხილებინათ, რომ 24 მარტი კვირა დღეს იყო და პაემანი არ დაედასტურებინათ. „24 მარტს ჰქონდა დაწერილი [პაემანზე მოთხოვნა], […]

ევროპარლამენტის რეზოლუცია სომხეთში საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს – ფაშინიანი

“არმენპრესის” ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მიესალმება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ევროკავშირსა და სომხეთს შორის მჭიდრო კავშირების აუცილებლობასა და ასევე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. “მივესალმები ევროპარლამენტის რეზოლუციას და ვფიქრობ, რომ ის სომხეთში საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი სომხეთის რესპუბლიკის მომავლის ხედვის განსახილველად და იმედი მაქვს, […]

ლევან გოგიჩაიშვილი გახარიას გუნდს შეუერთდა

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ გახარიამ თვითონ ისაუბრა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. მანამდე გოგიჩაიშვილი იმყოფებოდა გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის, “საქართველოსთვის” ყრილობაზე. ის გახარიასთან ერთად გამოჩნდა ბათუმშიც, საფეხბურთო მატჩზე, რომელიც ქართველ ვეტერანებსა და ინტერის ლეგენდებს შორის ჩატარდა. გახარიას თქმით, ის ამაყობს გოგიჩაიშვილთან ურთიერთობით და ახსოვს, როგორ პრინციპულად იცავდა ეს უკანასკნელი დეპუტატობისას თავისი ამომრჩევლის ინტერესებს. […]

თიბისი კაპიტალმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა. […]