„ბალტიისპირეთს რუსეთთან რკინის ფარდის ჩამოსაშვებად, შესაძლოა, საკმარისი რკინა არ ჰქონდეს“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანი მარია ზახაროვა ლატვიის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მოსკოვსა და ბალტიისპირეთს შორის, რკინის ფარდის ჩამოშვებას ეხება. „რკინა საკმარისი იქნება თუ რუსეთიდან იყიდიან?“, – აღნიშნა ზახაროვა ლატვიის პრემიერის განცხადების საპასუხოდ. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინიამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის რკინის ფარდა შეიქმნება.
ომანი 2040 წლისთვის ტურისტულ ინდუსტრიაში $31 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

arabian business-ის გავრცელებული ინფორმაციით, ომანი 2040 წლისთვის ტურიზმის სექტორში $31 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრის მოადგილემ, აზან ალ-ბუსაიდმა, ITB Berlin-ზე განაცხადა. ალ-ბუსაიდიმ აღნიშნა, რომ გასულ წელს ომანმა მიიღო რეკორდული, 4 მილიონი ვიზიტორი, რაც 2022 წლის მაჩვენებელს (2.9 მილიონი ვიზიტორი) 38%-ით აღემატება. ამჟამად სასულთნოს ხელისუფლება მუშაობს ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. ეს ინიციატივები […]
“ეს ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის!”– რაზე შეთანხმდა უკრაინა და გერმანია?

“მე ველაპარაკე ოლაფ შოლცს და მადლობა გადავუხადე გერმანიას უკრაინის მხარდაჭერისთვის, მათ შორის ჩვენი ბოლო ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებისთვის. განვიხილეთ ჩვენი შემდგომი პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. მივესალმე ევროკომისიის მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის დამტკიცებას. უკრაინამ ამისთვის ოთხივე საკანონმდებლო ნაბიჯი დაასრულა. შემდეგი ნაბიჯი EU-ის წევრმა ქვეყნებმა უნდა გადადგან. რაც შეიძლება მალე მოქმედებით, პარტნიორები გამოავლენენ თავიანთ ერთგულებას […]
მაკრონმა ოდესაში ფრანგული ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო – Le Monde

ფრანგული გამოცემა Le Monde წერს, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოდესაში ფრანგული საჯარისო ნაწილების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ სულ ცოტა ხანში მაკრონი ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას აპირებს. დასავლური სამყარო სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვის მოლოდინშია. ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ უკიდურესობამდე დაძაბა კონფლიქტი რუსეთთან […]
“ჩემი ამბიცია ესაა” – გვარამია

“მე დიდი გაერთიანების მომხრე ვარ, რეზერვაციები საერთოდ არ არ მაქვს ამ მიმართულებით. მე ნებისმიერი ჩემი ამბიციის დათმობისთვის ვარ მზად. ჩემი ამბიცია არის, რომ ჩემს სახელს დაუკავშირდეს ერთიანობა და ცვლილებები. ეს ამბიცია მაქვს. პრემიერმინისტრი გავხდე, პარლამენტის თავმჯდომარე და ასე შემდეგ, ეს ამბიცია მე არ მაქვს. შეიძლება ეს უფრო დიდი ამბიციაა და უფრო თავხედი ვარ, მაგრამ მე […]
“პირველი იყო კობა ნაყოფია” – რომელი ნიკაა მჭმუნვარე და რომელი უფრო გამბედავი?

„მე მეტი ჭმუნვა მქონდა, ნიკა უფრო გამბედავი იყო,“ – ამ განცხადებას „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია „რეაქციაში“ აკეთებს. კითხვას, ვინ თქვა საბოლოოდ „კი“, რომ ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ერთობა შემდგარიყო, ნიკა გვარამია ასე პასუხობს: პირველი იყო კობა ნაყოფია, არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, რთული და ხმაურიანი მოლაპარაკებები იყო და ამან მოიტანა შედეგი რეალურად, სწორ დროს მოხდა. […]
“ნუ, ხო” – ბურჭულაძე ადასტურებს, რომ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა

“ნუ იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა ვკითხავდით… არამგონია, დღეს, ალბათ არ იქნება გაფორმებული,” – განაცხადა ბურჭულაძე. “მე ყოველთვის ვადასტურებდი, რომ გარეჯის დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციებს ვუწევდი. უცნაური და საეჭვოა, რატომ გახდა ეს საკითხი მნიშვნელოვანი ახლა, ხუთი წლის შემდეგ. […]
ოლაფ შოლცი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ – უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ. “ურყევად უკრაინის მხარეს ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – […]
15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას გახსნიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარეგულირებელი კომისიების პირველი პირები. კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის […]
რუსი სამხედროების დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი უკვე გაათავისუფლეს. ისინი რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2023 წლის ნოემბერში დააკავეს და ცხინვალში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ სუსი მათი გათავისუფლების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მელაძე და კოორინთელი უკვე იმყოფებიან თბილისის კონტროლირებად […]