15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღეს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრას გახსნიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარეგულირებელი კომისიების პირველი პირები.
კვირეულის ორგანიზატორები არიან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო. კვირეულის მიზანია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე