ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი – მელია თუ გვარამია? – “შეიძლება ეს საერთოდ არ მოხდეს”

ვინ იქნება პრემიერობის კანდიდატი – ნიკა მელია თუ ნიკა გვარამია – ვინ იქნება საპარლამენტო სიაში პირველი? – „ახალის“ თანათავმჯდომარეები „რეაქციაში“ ამ კითხვას პასუხობენ. პრემიერობის კანდიდატი საერთოდ სიაში რომ არ იყოს, მერე რა ხდება, არ ვიცით. უკვე ვერ ხდება – ადამიანები, ვინც არიან, არ მიტარებენ არცერთ შეცდომას, ვისთანაც ერთად ვარ. ჩემთვის ჩემი და ნიკას თანათავმჯდომარეობა ეს […]

კობახიძე: არჩევნებამდე აგვისტოს ომის თემას არ შევეხებოდი, ხალხმა გამოუტანოს ენმ-ს განაჩენი

იმ ვითარებაში, როდესაც დასრულებულია ჰააგის პროცესი, სტრასბურგის პროცესი, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი არსებობს იმისთვის, რომ წარიმართპს გამოძიება ამ თემებზე, იმიტომ, რომ აღარ ექმნება საფრთხე ქართული ჯარის ინტერესებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. მე არ წამომიწევია ეს თემა, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ ადრესატი და ასევე, მე შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: ქართველ ხალხს აქვს უკვე განაჩენი გამოტანილი […]

აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ ისრაელელ ახალმოსახლეს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა მიმართ ძალადობისთვის

AP-ის ცნობით, 14 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო სამი ექსტრემისტულად განწყობილი ისრაელელის მიმართ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე – ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამიdt პირს ბრალად ედება პალესტინელებზე თავდასხმა და მათი დევნა იმ მიზნით, რომ დატოვონ საკუთარი ტერიტორია. ვაშინგტონმა სანქციები დაუწესდა ასევე ორ ფერმას, რომლებსაც ახალმოსახლე ისრაელები მართავენ. სანქციების დაწესებით სავარაუდოდ გაიზრდება დაძაბული ურთიერთობა აშშ-სა ისრაელს შორის ღაზის ომის […]

იენს სტოლტენბერგი – რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის, პუტინის ომს უკვე 350 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა

რუსეთმა უკრაინაში 350 000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რუსეთი ძალიან დიდ ფასს იხდის უმნიშვნელო მიღწევებისთვის. ხმელეთზე, პუტინის ომი რუსეთს უკვე 350 000 სამხედრო დანაკარგზე მეტი დაუჯდა. ზღვაში, უკრაინულმა დარტყმებმა ჩაძირეს ან მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ცაში, უკრაინა […]

ნინო ლომჯარია – თუ გვინდა კოალიციური მმართველობა მოვიდეს, პარტიებმა სტრატეგიული კონფიგურაციებით უნდა უპასუხონ – სიმწიფე გამოიჩინონ, პირობებით შეთანხმდნენ, თუნდაც 2 წლის ვადით იყოს მთავრობა, შემდეგ ჩატარდეს არჩევნები

ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ერთპარტიული თუ ერთპიროვნული მმართველობა – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ეს როლი შეასრულოს , – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორის „საქართველოს ევროპული ორბიტა“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, თუ ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლების შეცვლა და კოალიციური […]

პრეზიდენტი – ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა – თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი ამას რას ჰქვია

ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა – თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი ამას რას ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, იმისთვის, რომ „ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს“. „ერთი რამ […]

პრეზიდენტი – ყველას დასაცავია, რომ მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელი იყოს ძველი ტრადიციების შენარჩუნება და გაძლიერება

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური, ხელით ნაქსოვი, ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“, რომლებმაც წინაპრების მიერ დატოვებული ეს უნიკალური ხელსაქმე ტრადიციად აქციეს. პრეზიდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა: ,,პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ, […]

უნდა გამოეყოს თუ არა სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” საინვესტიციო მიმართულება? – მოსაზრება

“საინვესტიციო საქმიანობის პოპულარიზაციისთვის ამ სააგენტოს ფუნქციების გაფართოებას ან ცალკე ორგანოს შექმნას ვისურვებდი”, – განცხადება ამის შესახებ Kudos Georgia-ს პარტნიორმა, ირაკლი ჟვანიამ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მისამართით გააკეთა. როგორც მან BMG-სთან აღნიშნა, სააგენტო ბევრ პროექტს ასრულებს, თუმცა მას საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაცია აკლია. “ალბათ, უკეთესი იქნება, რომ საინვესტიციო საქმიანობას ქვეყანაში ცალკე მდგომი ორგანო წარმართავდეს. რთულია, როცა ერთ სივრცეში […]

The Hard Tackle: “ლივერპულს” კვარაცხელიას ტრანსფერი 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” დამარცხების შემდეგ გამოცემები “ნაპოლის” მომავალზე საუბრობენ. Corriere del Mezzogiorno აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი წავა, ხვიჩა კვარაცხელია დარჩება და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდს მის გარშემო ააწყობს, თუმცა თუ ქართველზე კარგი შეთავაზება მიიღო, მასაც შეელევა. ეს დამოკიდებული იქნება კლუბის ფინანსურ მდგომრეობაზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ვერ გაუმჯობესდება. ჟურნალისტი პაულო დელ ჯენიო […]