ემანუელ მაკრონი – თუ რუსეთი ომს მოიგებს, ევროპისადმი ნდობა ნულამდე დაეცემა

ჩვენ ორი წელია ვეხმარებით უკრაინას, ჩვენ გვაქვს მიზანი: რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი!- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა TF1-სა და France 2-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომს „ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და საფრანგეთისთვის“. „ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ: არ უნდა დავუშვათ რუსეთის გამარჯვება! 2024 […]

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხებს. „მოგეხსენებათ, რაჭის რეგიონი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, […]

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, წელს, მეთერთმეტედ გაიმართება

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს “მსოფლიო საფოსტო კავშირის” ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას, რაც […]

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინ პორტალი – exhibitions.gnta.ge შექმნა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, ახალი ონლაინ პორტალი exhibitions.gnta.ge შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, ახალი პლატფორმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველ კერძო სექტორის წარმომადგენლებს რეგისტრაციაში დაეხმარება. „ონლაინ პორტალი დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც გამოავლენს მონაწილეებს სამართლიანი და გამჭვირვალე გზით. საქართველოს ტურიზმის […]

იტალიური ფეხბურთის კრიზისი, ლაუტარო ცუდ ხასიათზე და ხვიჩა, რომელიც ურტყამს – ბოლო უქმეები ნაკრებამდე

საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩები მოახლოვდა და მანამდე, ბოლო უქმეებზე, ქართველი ლეგიონერების შეხვედრებს უფრო მეტი ყურადღებითა და სიფრთხილით დავაკვირდებით. ჩვენებურებს უვნებელ და წარმატებულ შაბათ-კვირას ვუსურვებთ!.. ცენტრალური შეხვედრა მილანში ჩატარდება, სადაც “ინტერი” ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება, ფაქტობრივად, ევროპულ საკლუბო ფეხბურთს სანაკრებო პაუზაზე გაუშვებს – კვირას, 17 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე. იტალიური კლუბები ჩემპიონთა ლიგას […]

თბილისში 5 600-ზე მეტ აბონენტს გაზი არ აქვს – ნახეთ აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ცნობით, დედაქალაქში 5666 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, დიღომსა და ნუცუბიძეზე გაზის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება, ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონებში კი 18:00-ზე.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

დილის 08:00 საათიდან, რუსეთში საარჩევნო უბნები გახსნილია – ქვეყანა პრეზიდენტს ირჩევს. რეგისტრირებულია სულ 4 კანდიდატი, მათ შორის – მოქმედი პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი არ არის უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე, ასევე საჯაროდ არცერთი არ აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს. კომისიამ კანდიდატად არ დაარეგისტრირა მსურველები, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის აკრიტიკებენ. შეგახსენებთ, 71 წლის ვლადიმერ პუტინი რუსეთს 24 წელია […]

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – სინოპტიკოსები ამინდის გაუარესების შესახებ გვაფრთხილებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე, დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 […]

იტალიაში, სუნამოების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 წლის ქართველმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 6 შეკვრა ძვირადღირებული სუნამო მოიპარა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და პოლიციას ჩააბარა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართველს ჭკვიანი სათვალე ეკეთა, რომლითაც შემდეგ გასაძარცვ მაღაზიებს იღებდა. ცნობილია, რომ ის ეჭვმიტანილია იმავე სავაჭრო ცენტრში 10 დღის წინ […]

დღეიდან ლამინირებული პირადობის მოწმობის ID ბარათით შეცვლა უფასოდ არის შესაძლებელი

დღეიდან ლამინირებული პირადობის მოწმობის ID ბარათით შეცვლა იუსტიციის სახლებში უფასოდ არის შესაძლებელი. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის […]