მოსკოვის პროკურატურა საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს ხუთ წლამდე პატიმრობით ემუქრება

მოსკოვის პროკურატურამ ქალაქის საარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა, – ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ინტერნეტში ვრცელდება მოწოდება 17 მარტს, 12:00 საათზე „საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად“. „გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ […]
ირაკლი ქარსელაძე – გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე უმნიშვნელოვანესი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. 14 კმ-იანი მონაკვეთიდან 11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილია 3 კმ-იანი კრიტიკული მონაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის პირდაპირ ბმას სამტრედია-გრიგოლეთის დასრულებულ მონაკვეთებთან, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო […]
„1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100-100 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების […]
ეკიპაჟის წევრის სიმთვრალეზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შემოდის

ეკიპაჟის წევრის სიმთვრალეზე შემოწმებასთან დაკავშირებით საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებები შემოდის. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, თუ აქამდე ეკიპაჟის წევრების სიმთვრალეზე შემოწმების უფლება ავიაკომპანიებს ჰქონდათ, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახლა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი დამატებით განახორციელებს. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები უზრუნველყოფენ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების საქართველოს კანონმდებლობით, […]
სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომლის დროსაც სასწავლებლის სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა სტაჟირების დეტალები გააცნო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა […]
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27-ვე დრონი გაანადგურეს

რუსმა სამხედროებმა წუხელ, უკრაინას Shahed-ის ტიპის 27 დრონით შეუტიეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ 15 მარტის ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს S-300/S-400 ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტით დაარტყეს, პოლტავის ოლქს – X-59 მართვადი რაკეტით და უკრაინის ტერიტორიის […]
მიწის სისტემური რეგისტრაციისას რა სერვისებით სარგებლობაა შესაძლებელი უფასოდ – გვანცა ჟორჟოლიანი რეფორმის დეტალებზე

„ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, უფასოდ რა სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ მიწის სისტემური რეგისტრაციისას“, – ამის შესახებ როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში იურისტი გვანცა ჟორჟოლიანი აცხადებს, მისი თქმით, მოქალაქეებს, ამ რეფორმის ფარგლებში, ბევრი უფასო სერვისით სარგებლობა შეუძლიათ. მათ შორის: აზომვითი ნახაზების მომზადება, მიწის რეგისტრაცია და სხვა. „ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, […]
საქართველოს ბანკის პროექტ „გასტროლების“ მეორე სეზონი დაიწყო

საქართველოს ბანკის პროექტი, „გასტროლები“, რომლის მიზანი საქართველოში არსებული გამორჩეული კონცეფციის მქონე გასტრონომიული ობიექტების წარმოჩენა და ბიზნესის წახალისებაა, მეორე სეზონით დაბრუნდა. პროექტი საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მისი მეშვეობით უკვე არაერთმა კვების ობიექტმა პოპულარობა მოიპოვა და ახალი მომხმარებლები შეიძინა. „გასტროლები“ YouTube-ის ვიდეო-სერიების ფორმატს ითვალისწინებს, სადაც შეფი, დიმიტრი რჩეულიშვილი, საქართველოს სხვადასხვა […]
რა გარანტია გვაქვს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც მოსამართლეები უნდა შეარჩიოს, ჩვენზე მეტად კეთილსინდისიერია?
ოპოზიცია ძალიან დიდ დეზინფორმაციას ავრცელებს და მანიპულაციურად, ინფორმაციის მხოლოდ ნაწილს უმჟღავნებს საზოგადოებას,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ეს დეზინფორმაცია ამჯერად, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობას ეხება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი წინსვლის გზაზე, ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მოთხოვნაა. „ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის. საქმე ეხება ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, კერძოდ, მოლაპარაკებების […]
უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა იყო, მსხვერპლია ვინიცაში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. არის მსხვერპლი. ვინიცის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი სახლს შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 3 დაიჭრა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 8 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების თანახმად, 27-ვე […]