რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან. რუსეთში ამომრჩეველთა […]

„სითი მოლის“ მფლობელ კომპანიას შაორის ტბასთან 2 246 კვ/მ მიწა 49 წლით გადაეცა

სავაჭრო ცენტრების მმართველი კომპანია IG Development-ის შვილობილ „სითი დეველოპმენტს“ რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარედ 49-წლიანი აღნაგობის უფლებით 2 246 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნაგობის უფლება გულისხმობს, რომ კომპანიას შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს არსებული ნაკვეთით ისე, რომ მას ჰქონდეს ან ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების და გაქირავების უფლება. […]

დე როსი: “რომასთან” დაპირისპირება არავის გაუხარდება

“ბიჭებს ვულოცავ, ბრწყინვალე სამუშაო გასწიეს, ამ ტურნირზე დაპირისპირება ძლიერ გუნდებთან მოგვიწია, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნო იყო. არ აქვს მნიშვნელობა მომდევნო ეტაპზე ვის შევხვდებით, “რომასთან” დაპირისპირებით ბედნიერი არავინ იქნება”, – განაცხადა დე როსიმ. შეგახსენებთ, ევროპალიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა დღეს, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

შიდა ფრენებზე მომხმარებელი ბილეთში სიმბოლურ ფასს იხდის – აკეარ ჯორჯია

სუბსიდირებული შიდა ფრენების პირობებში მგზავრები ბილეთში სიმბოლურ ფასს იხდიან – ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა “საქმიანი დილაში” “აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განაცხადა.

ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს

ლატვიის ხელისუფლებამ, შესაძლოა, რუსეთის 800 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ. „ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, მათ არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის თხოვნით არ მოუმართავთ. აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ლატვიაში. თუ არიან, გასვლის […]

საბრძოლო მოქმედებების გამო ბელგოროდის ოლქიდან ევაკუირებულია რამდენიმე ასეული ადამიანი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ აღიარა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დასჭირდა. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა უტევენ შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. დღეს, 15 მარტს ბელგოროდის ოლქის […]

“იფქლი დიღომი” პურის ექსპორტს გეგმავს

„იფქლი დიღომი“ პურის ექსპორტს გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნისან იოსებაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, ამ ეტაპზე საწარმოში დანადგარების განახლება/გადაიარაღება მიმდინარეობს, რის შემდეგაც წარმოება დაიწყება და პური საწყის ეტაპზე ორ ქვეყანაში – ჩინეთსა და ისრაელში გაიგზავნება. როგორც იოსებაშვილი ამბობს, მათ პურზე მოთხოვნა სწორედ ამ ორი ქვეყნიდან წამოვიდა და მოლაპარაკებებიც დასრულდა. მისივე თქმით, პარტნიორები მათგან პურის მიწოდებას უკვე ელოდებიან. […]

სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებაზე ₾100 მილიონამდე დაიხარჯა – 2023 წლის შედეგები

სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ BMG-ს პროგრამის განმახორციელებელ სააგენტო “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს. რაც შეეხება პროგრამის შედეგებს, DCFTA-ის განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 560 კომპანიის 655 სესხის/ლიზინგის თანადაფინანსება დამტკიცდა, რომელთა ჯამური დამტკიცებული მოცულობა 519.6 მილიონი ლარია. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტების ფარგლებში დაგეგმილია […]

„ყოველდღიურად შემოდის მნიშვნელოვანი რაოდენობის განცხადებები და მიმდინარეობს გამოკვლევა თუ როდის არის თანხმობა მიღებული“ – ავთანდილ ლეფსვერიძე

პირდაპირი მარკეტინგი, კანონმა შეზღუდვა დააწესა და მიმდინარე წლის პირველი მარტიდან აიკრძალა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება მათ შორის sms-ებისა და ზარების მეშვეობით რას გულისხმობს პირდაპირი მარკეტინგი და როგორია ის წესი , რომლის დაცვითაც სუბიექტს შეუძლია სარეკლამო მესიჯი ან ზარი განახორციელოს ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 15 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სულხანიშვილის, ხიდის, ბარათაშვილის, გოგჩას, მტკვრის, ჭანტურიას, ორბელიანის, ფურცელაძის, ხიდისთავის, შოთა ნიშნიანიძის, ფხოვის, ათონელის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: […]