იუსტიციის საბჭო ორმა წევრმა ვადაზე ადრე დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა დატოვა ვადაზე ადრე. საუბარია ბადრი შონიასა და პაატა სილაგაძეზე. ორივე მათგანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს და შესაბამის კონკურსში მონაწილეობს. როგორც ნეტგაზეთს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, ამჟამად საბჭოში 13 წევრი რჩება. “ორი წევრის მიერ საბჭოს დატოვება უშუალოდ კანდიდატების შერჩევის დროს, აზიანებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევის პროცესს. გარდა ამისა, აჩენს ვარაუდებს […]

რუსეთში არჩევნები დაიწყო, პუტინი მე-5 ვადით იყრის კენჭს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კენჭისყრა სამი დღის განმავლობაში, 15-17 მარტს გაიმართება. კენჭისყრის ძირითადი დღეა კვირაა, 17 მარტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გაიხსნა 94 ათასი საარჩევნო უბანი, 29 რეგიონში კი, საარჩევნო უბნებთან ერთად, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის (DEG) სისტემა მოეწყო. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნები ასევე გაიხსნა ანექსირებულ ყირიმში და დონეცკის, […]

15 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსული გზავნილების 22.84% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 62.2 მილიონი დოლარი, რაც 66.8%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვალთან შედარებით. ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: […]

“ვეტინგი” არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად და ის ოპოზიციის ხელში მხოლოდ უკანონობის დაკანონების იარაღია

“ვეტინგი” არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად და ის ოპოზიციის ხელში მხოლოდ უკანონობის დაკანონების იარაღია “ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი როგორიც მოსამართლეა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს,” – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ვეტინგის სისტემა რადიკალური ოპოზიციისთვის ინსტრუმენტია, რომ […]

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა?

„ნაცმოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა? „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის,რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა? – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში. მისი თქმით, ეკონომიკა რომ ჩამოშლილია, ეს არის […]

„იფქლი დიღომი“ პურის ექსპორტს გეგმავს

„იფქლი დიღომი“ პურის ექსპორტს გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ნისან იოსებაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, ამ ეტაპზე საწარმოში დანადგარების განახლება/გადაიარაღება მიმდინარეობს, რის შემდეგაც წარმოება დაიწყება და პური საწყის ეტაპზე ორ ქვეყანაში – ჩინეთსა და ისრაელში გაიგზავნება. როგორც იოსებაშვილი ამბობს, მათ პურზე მოთხოვნა სწორედ ამ ორი ქვეყნიდან წამოვიდა და მოლაპარაკებებიც დასრულდა. მისივე თქმით, პარტნიორები მათგან პურის მიწოდებას უკვე ელოდებიან. […]

სოფელ მანიაკეთში მდებარე სოფლის კლუბი აუქციონზე იყიდება

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანიაკეთში მდებარე სოფლის კლუბი აუქციონზე იყიდება. აუქციონი 5 მარტს დაიწყო და 20 მარტს დასრულდება. საწყისი ფასი 3800 ლარია. შენობის ფართობი 120 კვ.მ-ია, მიწის 453 კვ.მ. მდგომარეობა – სარემონტო. ქონების სრული საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 15 დღეში, საბანკო გარანტია ჩაეთველება გადახდისას; ქონების შემძენი იღებს პასუხისმგებლობას დემონტაჟის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 67%-ით შემცირდა – ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს

2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 62 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც მიგრანტების ეფექტის შერბილებას უკავშირდება. რუსეთის ფულადი […]

ქართული ენის მომზადების პროგრამაზე უფასოდ უკვე 200-200 სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი ისწავლის

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200 სტუდენტს დაუფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე […]

ბექა ოდიშარია „გამარჯვების კოალიციაზე“ – სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა ამაზრზენია – მათ რეალობა გააყალბეს

სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი – მათ რეალობა გააყალბეს, თვითონ ხომ საერთოდ ყალბი პატრიოტები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ფასებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები და რეალობა გააყალბა. “ოპოზიცია არის თუ მე-5 კოლონა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ […]