ჩვენ ვიცით, ვინც წარსულს ივიწყებს, იმას რა ემართება და ვის უნდა ეს წარსული რომ წაშალოს, ეგეც კარგად ვიცით

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 10 მილიონ 600 ათასი სამედიცინო შემთხვევა აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს 11 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველ ოჯახებში თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება 5-დან 200 ლარამდე გაიზარდა, პენსია შეადგენდა 100 ლარს – დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებშია გეოგრაფიის მიხედვით – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში განაცხადა. „ჩვენ ვიცით, ვინც წარსულს ივიწყებს, […]

რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან – გავიხსენოთ მელიას და გვარამიას შეწყალება

რამდენჯერაც მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში, ყოველ ჯერზე ეს იყო უცხოეთიდან – გავიხსენოთ მელიას შეწყალება, გვარამიას შეწყალება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის მავნე იქნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ჩართულები დამოუკიდებელი ქვეყნის მართლმსაჯულებაში. „საქართველო უნდა მართოს ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა, ეს არის საკითხი. ჩვენ ჩვენს 30- წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, […]

სამართალი, მართალია ურმით, მაგრამ დადის და სამართლის აღსრულების ვალდებულება ადეიშვილსაც და კეზერაშვილსაც დაეწევა. სააკაშვილსაც არ ეგონა, რომ სამართალი დაეწეოდა, ვაგონში შეძვრა, მაგრამ იქაც მიაგნო

სამართალი, მართალია ურმით, მაგრამ დადის და სამართლის აღსრულების ვალდებულება ადეიშვილსაც და კეზერაშვილსაც დაეწევა. სააკაშვილსაც არ ეგონა, რომ სამართალი დაეწეოდა, ვაგონში შეძვრა, მაგრამ იქაც მიაგნო „რასაც უწინასწარმეტყველებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ახლა, თავად ოპოზიციის ერთ-ერთ დამფინანსებელს დაემართა – დასანქიცრდა შეერთებული შტატების მხრიდან“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ოპოზიციის […]

ენჯეოები, რომლებიც ასი პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იყოს და არ იყოს მოსამართლე

ვეტინგის თემა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააქტიურა, რომლებიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდებიან. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა, ასეთი სრული დაფინანსებით უცხოეთიდან მოქმედი ორგანიზაციები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებენ. ჩვენ ვხედავდით, რასთან გვაქვს საქმე,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხი მარტივად არის, „საქართველო უნდა მართონ ქართველმა ხალხმა, თუ უცხოელებმა?“ მისივე […]

ოდიშარია უზენაესის 2 მოსამართლეზე: ვურჩევდი, დაანებონ კეკლუცობას თავი

დეპუტატი ბექა ოდიშარია უზენაესის ორ მოსამართლეს, რომლებიც ე.წ. ვეტინგზე სასამარტლოს განცხადებას არ იზიარებენ, ურჩევს “კეკლუცობას თავი დაანებონ”. საუბარია ეკატერინე გასიტაშვილა და ნინო ბაქაქურზე. “აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს, რომ მე როგორც პარლამენტის წევრსა და აბსოლუტურად სხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენელს, არ მსურს, რომ შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან. მაგრამ ამ ორ მოსამართლეს რჩევას […]

უზენაესი ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა. ბაქაქურმა გამოცემას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი […]

მითხრეს, წადიო – წამოვედი, დაბრუნდიო – დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე

ანსამბლ ფესვების ხელმძღვანელის, ბადრი დარჩიძის თქმით, შუახევის კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ ცენტრში სათანადო წერილი არ ყოფილა შესული მათ ორბელიანების სასახლეში ვიზიტთან დაკავშირებით. “მე მყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, მითხრეს წადიო, წამოვედი, დაბრუნდიო, დავბრუნდი. არ ყოფილაო წერილი სათანადოდ შემოსულიო, კულტურის ცენტრში, შუახევში. იქიდან უნდა იყოს მიწვევა მოსული, თბილისიდან, [მიწვევა] სიტყვიერიაო და ფაქტიურად სიტყვიერი არ გვინდაო, წერილობით გვინდაო. […]

თუ დანაზოგს ისე ვერ განვკარგავ, როგორც მე მიმაჩნია სწორად, ყველა ვარიანტში დაზარალებული გამოვდივარ – ამირან კაპანაძე საპენსიო სისტემის ხარვეზებზე

მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს ფონდის მოცულობა 4 622 000 000 ლარს შეადგენს, არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების ფაქტობრივად 99% დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელშია განთავსებული. რა გამოწვევებია საპენსიო სააგენტოში და რამდენად საჭიროა მისი არსებობა – თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა ამირან კაპანაძემ ისაუბრა. მისი თქმით დღევანდელი პენსია უფრო სოციალური დახმარებაა, ვიდრე ადამიანის მიერ […]

სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული პროგრამის შესახებ პირველი პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომლის დროსაც სასწავლებლის სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა სტაჟირების დეტალები გააცნო. […]

დღეიდან პენსიონერების სესხებზე პირობები განახლდება

პენსიონერებისთვის, რომლებიც 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით და ოვერდრაფტებით სარგებლობენ, 15 მარტიდან პირობები განახლდება. ამის შესახებ „ლიბერთის“ მიერ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ლიბერთი ბანკის“ გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად, ცვლილება შეეხება 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გაცემულ […]