ტყიბულის წყალსაცავში გაყიდული კუნძული ხელმეორედ იყიდება

ტყიბულის წყალსაცავში, სოფელ მანიჭორში მდებარე 21 421 კვ მ. ფართობის კუნძული ისევ იყიდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტს ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად წყალსაცავში მდებარე სამი კუნძული გასული წლის დეკემბერში ჰქონდა გამოტანილი და ისინი ჯამში 3 მლნ ლარად გაყიდა, თუმცა როგორც ვებგვერდზეა მითითებული, ერთ-ერთი მათგანი ხელმეორედ იყიდება. კუნძული რომლის ფართობი 21 421 კვადრატული მეტრია, მიმდინარე აუქციონზე, ისევე როგორ რამდენიმე თვის […]

რუსი მოხალისეების განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ტერიტორია 8 000-მდე ავტომობილმა დატოვა

ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, ქვედანაყოფი, რომელიც უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედრო ტყვეებისა და მოხალისეებისგან შედგება და რუსული ჯარების წინააღმდეგ იბრძვის, აცხადებს, რომ ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მცხოვრებლებმა საშიში ტერიტორიებიდან ევაკუაცია დაიწყეს და ღამით ოლქები 7.6 ათასმა ავტომობილმა დატოვა. „რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოცხადებული ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების შემდეგ, მოსკოვის დროით 07:00 საათისთვის, […]

იაგო ხვიჩია ე.წ. ვეტინგზე – მხარს არ ვუჭერთ და გაკვირვებულები ვართ, როგორ შეიძლება ოპოზიცია ასეთ სულელურ იდეაზე საუბრობდეს – ვითხოვთ არჩევითი მოსამართლეების შემოღებას და ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოებას

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების, ე.წ. ვეტინგის იდეას სულელურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ცენტრალიზებული სასამართლოს სისტემის შექმნის ერთ-ერთი მცდელობა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, იმისთვის, რომ სასამართლოს არსებული სისტემა დაიშალოს, „გირჩი” არჩევითი მოსამართლეების შემოღებას ითხოვს. „იმისთვის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება დამოუკიდებელი იყოს, პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ სასამართლოში ხელების ფათურს და ეს საქმე, მოსამართლეების დაკომპლექტება […]

ბექა დავითულიანი – „ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ მისი ინსტრუმენტად გამოყენება სურთ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად

„ვეტინგის“ სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ მისი ინსტრუმენტად გამოყენება სურთ სასამართლოზე ოპოზიციური გავლენების მოსაპოვებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის უფლება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს. “ვეტინგის” სისტემა არავის სჭირდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებისთვის, არამედ “ვეტინგის” სისტემის ინსტრუმენტალიზაცია […]

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა. ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება. დედაქალაქის მერიის ცნობით, სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა. „აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე […]

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ფოტოგამოფენას „იაპონიის ატომური დაბომბვა’’ მასპინძლობს

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 27 თებერვლიდან ფოტოგამოფენას სახელწოდებით “იაპონიის ატომური დაბომბვა’’ მასპინძლობს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოყრის შედეგად მყისიერად განადგურდა ორივე ქალაქი. ატომურ დაბომბვას შეეწირა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. იაპონიის მთავრობამ ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ამ ტრაგედიის შესაცნობად ჰიროშიმასა და ნაგასაკიში დააარსა […]

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი 4 წელი მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად 4 წელი მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე მუშაობდა. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დავით ხიდაშელ სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება არ ჰქონია. „იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის […]

რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხიდაშელს ხელშეკრულება ყოფილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ შეუწყდა. “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით, საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს განვმარტოთ შემდეგი: 2020 წლიდან […]

Reuters: ჰამასი გამოდის ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით, რომელიც ტყვეების დაბრუნებას მოიცავს

Reuters-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჰამასმა კონფლიქტის მედიატორებსა და აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესთავაზა, რომლის მიხედვით, ჰამასი მზად არის დააბრუნოს ისრაელელი ტყვეები პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. შეთავაზების მიხედვით, თავდაპირველად მოხდება ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქომე ტყვეების გაცვლა 700-დან 1000-მდე პალესტინელ პატიმარში. ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა აღნიშნა, რომ ჰამასის პოზიციები “არარეალისტურ მოთხოვნებზე” არის დამყარებული. […]

უკრაინამ მორიგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო

რუსეთში, კალუგის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველო იდგა. ინფორმაცია Українська правда-ს საკუთარმა წყარომ დაუდასტურა. კალუგის ოლქის გუბერნატორი კი აცხადებს, რომ ძერჟინსკის რაიონზე დრონებით შეტევა განხორციელდა და რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. რუსული ონლაინ გამოცემა База კი […]