სალომე ზურაბიშვილს ცრუპენტელობა ახასიათებს – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს, ეხმაურება და ამბობს: “საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ თავის მოქმედებებსა და პოლიტიკაში. […]

რატომ არ დაესწრო “ფესვები” პრეზიდენტის ღონისძიებას – ანსამბლის ხელმძღვანელის განმარტება

რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ღონისძიებას ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესვები? დასის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მიზეზი მოცეკვავეების შეუძლოდ გახდომა იყო და შუა გზიდან უკან მხოლოდ ამ მიზეზის გამო დაბრუნდნენ და მათთვის მითითებები სხვებს არ მიუციათ. “გახდა 2 მოცეკვავე ცუდად და იძულებული გავხდით უკან დავბრუნებულიყავით…”- ამბობს ბადრი დარჩიძე.

“ჩვენი ნაღმი პუტინს ირჩევს!” – თავისუფლების ლეგიონის მოკითხვა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრიდან პუტინს

რუსეთის თავისუფლების ლეგიონი პუტინს არჩევნების პირველ დღეს მოკითხვას უთვლის. სროლის ფონზე საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ხმას თავისუფალ რუსეთს აძლევენ. ბიულეტენს ვაგზავნით ხმის მისაცემად. იმედია, პირდაპირ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მაგიდაზე დაეცემა. იმისთვის ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენი ნაღმი მას ირჩევს. გილოცავთ არჩევნების პირველ დღეს! ჩვენ ხმას რუსეთის თავისუფლებას ვაძლევთ! ბელგოროდის და კურსკის მოსახლეობას კი, […]

“დგას ძაღლი და ჰგონია, რომ ადამიანი გავიდა იქვე და ორ საათში დაბრუნდება, თვალს აყოლებს გამვლელებს და უკვირს…” – კეკელიძე

არ არსებობს იმაზე უფრო საშინელი, ანგელოზივით გულუბრყვილო ლოდინი, მიტოვებული ძაღლი რომ ელის პატრონს მეთქი – უნდა დამეწერა, მაგრამ პატრონი წაშლილი სიტყვაა იმ ადამიანის ლექსიკონში და გაუგებარი. დგას ძაღლი და ჰგონია, რომ ადამიანი გავიდა იქვე და ორ საათში დაბრუნდება. თვალს აყოლებს გამვლელებს და უკვირს, რატომ არ არის ეს ის კაცი ანდა ქალი, ვისაც იცნობდა. დავწერდი ასეთ […]

საფრანგეთის ვიზა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია

ყველაზე მოთხოვნადი ვიზების მქონე ქვეყნების სიაში საფრანგეთი ლიდერობს. ამის შესახებ ციფრული ფინანსური სერვისების წამყვანი პროვაიდერის Remitly-ის ანგარიშის მიხედვით ხდება ცნობილი. კომპანიის ექსპერტებმა გააანალიზეს Google-ის ძიებები ისეთი საკვანძო სიტყვებისთვის, როგორიცაა „ვიზა“ და „როგორ მივიღოთ განაცხადი ვიზაზე“ მსოფლიოს 193 ქვეყანაში. კვლევის მიხედვით, საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ევროპაში. 2022 წელს ქვეყანამ მიიღო დაახლოებით 80 მილიონი ვიზიტორი. […]

Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა

Webster University Georgia ახალ საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის მეცნიერებას ამატებს. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ინგლისურენოვანი პროგრამის კოდია 2020104. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, ბოლო პერიოდში აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით იზრდება და სწორედ ამიტომ გადაწყდა საქართველოს კამპუსში მისი შეთავაზება. „Webster University Georgia-მ პირველი სტუდენტები 2022 წელს მიიღო და მას შემდეგ მაღალი ხარისხის […]

Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა

Webster University Georgia-მ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულება, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაამატა. კურსი პირველ სტუდენტებს 2024-2025 სასწავლო წელს მიიღებს. მასზე რეგისტრაცია კი უკვე შესაძლებელია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პროგრამის კოდია 202 01 03. Webster University Georgia-ს მიერ შეთავაზებული კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა […]

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავით ხიდაშელის […]

სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი […]

შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრ დენიელ რიშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ლიხტენშტაინის სამთავროში პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და ლიხტენშტაინის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, ლიხტენშტაინის ინტერესის გათვალისწინებით, ესაუბრა საქართველოს ევროპულ დღის წესრიგზე, განხორციელებულ რეფორმებსა და მომავლის გეგმებზე. „ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრმა […]