ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს პროექტის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის – „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებში“ გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა უფლებების ეფექტური დაცვა და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერება. მან ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტიტუციური […]

გია ვოლსკი – მორალური დანაშაულია მოსამართლე იჯდეს სტუდენტის მერხთან და ვიღაც გამოცდას უტარებდეს – მოსამართლეთა ნაწილის განცხადება მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან ამოვარდნილია

მორალური დანაშაულია, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს, როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს – იჯდეს სტუდენტის მერხთან და ვიღაც გამოცდას უტარებდეს, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 5 მოსამართლის მიერ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნის გაზიარებას. ვოლსკის თქმით, აღნიშნული მოსამართლეებია განცხადება “ამოვარდნილია მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან”. „ზოგადად, მოსამართლემ უნდა მიხედოს […]

თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „მინისტრმა განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება განაგრძობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება, რომელიც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, […]

შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პარლამენტის თავმჯდომარეს ალბერტ ფრიკს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქართული დელეგაციის პირველი ოფიციალური ვიზიტი ლიხტენშტაინის სამთავროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაში. „პარლამენტების თავმჯდომარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს […]

დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში ღარიბაშვილის და ბურჭულაძის მრჩევლად მუშაობდა

რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრად მუშაობის პერიოდზე. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა “მთავარი არხის” გავრცელებული ინფორმაცია მომდევნო დღეს, დღეს – 15 მარტს დაადასტურა და აღნიშნა, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში. “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში […]

ბულგარეთმა წარმატებით დაასრულა უკრაინისათვის ათობით ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება

ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარევმა 14 მარტს განაცხადა, რომ ბულგარულმა მხარემ წარმატებით დაასრულა უკრაინისათვის გასულ წელს დაპირებული ყველა ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნა. “სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების, ეშელონზე დატვირთვის, დაცვის გაძლიერებისა და შენიღბვის ლოგისტიკურ ოპერაციაში სხვადასხვა ეტაპზე ჩართული იყო 26 ერთეული სპეცტექნიკა, 247 სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი”, – განაცხადა ტაგარევმა. ბულგარეთის სამხედრო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯავშანტრანსპორტიორების დედაქალაქ სოფიაში […]

ჰენდერსონი: საუდის არაბეთში ფეხბურთი ვითარდება, მაგრამ მე არ შემეფერებოდა

“აიაქსის” ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა საუდის არაბეთის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, პროლიგაში გადასვლით შეცდომა დაუშვა. “ყველას საკუთარი აზრი აქვს. “ლივერპულიდან” ჩემი წასვლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ, თუმცა სიმართლე მხოლოდ მე ვიცი. იმ ხუთი თვის განმავლობაში, რაც საუდის არაბეთში გავატარე, საკუთარ თავზე უფრო მეტი გავიგე. რატომ ვთამაშობ ფეხბურთს? რადგან სპორტის ეს სახეობა სისხლში მაქვს. საუდის არაბეთში ფეხბურთი […]

თბილისის თიზ-ში, ყაზახური ინვესტიციით, პარფიუმერიის წარმოება იგეგმება

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ყაზახური ინვესტიციით, არომატიზატორების და პარფიუმერიული პროდუქტების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ BMG-ს თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგის“ მმართველმა პარტნიორმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

ნინო თანდილაშვილმა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ელჩს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა უმასპინძლა. საუბარი შეეხო გარემოს დაცვის […]