აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და ასევე დაბებში განხორციელდება. მასშტაბური პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 მლნ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში […]

ალეკო ელისაშვილი – სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა, რომელიც ქედს არ უხრის მურუსიძეს და დანარჩენებივით არ ემორჩილება, ძალიან მომწონს, თუმცა „ვეტინგის“ იდეა არასერიოზულად მიმაჩნია

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების, „ვეტინგის“ იდეას არ ემხრობა, თუმცა მოსწონს, რომ სასამართლოში აღმოჩნდნენ ადამიანები, „ვინც მურუსიძეს ქედს არ უხრიან“. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს 5 მოსამართლის მიერ „ვეტინგის“ იდეის გაზიარების კომენტირებისას განუცხადა, „ვეტინგის“ იდეა არასერიოზულია და მხოლოდ და მხოლოდ ნებაა საჭირო, რომ სასამართლო თავისუფალი იყოს. „სასამართლოში თუნდაც 5 მოსამართლე რომ აღმოჩნდა და რომ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციის – „მთის პარტნიორობა“ წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საერთაშორისო ორგანიზაციის – „მთის პარტნიორობა” წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მთის პრობლემატიკაზე მომუშავე მეჩვიდმეტე უნივერსიტეტია, რომელიც „მთის პარტნიორობის“ წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ამჟამად მოიცავს 66 ქვეყანას, 12 სუბნაციონალურ ხელისუფლებას (ქალაქები, რეგიონები), სამოქალაქო საზოგადოებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 21 სამთავრობათშორისო […]

დავითაძე ანსამბლ “ფესვებზე”: წასულები იყვნენ, მაგრამ ორი მოცეკვავე შეუძლოდ გახდა

შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია დავითაძე ამბობს, რომ ანსამბლმა “ფესვებმა” თბილისში პრეზიდენტის ღონისძიებაზე გამოსვლა ვერ შეძლო, რადგან ორი მოცეკვავე შეუძლოდ გახდა. ის უარყოს ანსამბლის ხელმძღვანელის ინფორმაციას, რომ პრობლემა ოფიციალური მიმართვის არარსებობა იყო. “გაოგნებული ვარ, რომ ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა. ანსამბლი ფესვები, მიუხედავად იმისა, რომ ასაკიანები არიან, არასდროს ჰქონიათ შეფერხება ღონისძიებაზე წასვლაზე, არც კონკურსზე და არც საზღვარგარეთ […]

“დიდი ხანია “ნაცმოძრაობა” არსებობს და, თუ ვინმეს დანახვა უნდოდა, დაინახავდა” – ხვიჩია ბოკუჩავას

“დიდი ხანია “ნაცმოძრაობა” არსებობს და, თუ ვინმეს დანახვა უნდოდა, ყველაფერს დაინახავდა უკვე მასში. როგორც არ უნდა დაინახონ უცხოელებმა, ქართველი ხალხი ვერ ხედავს “ნაცმოძრაობას”, როგორც “ქართული ოცნების” ერთადერთ ჩამნაცვლებელს. ამ ფაქტის აღიარება არ უნდათ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს. “ნაცმოძრაობამ” აღიაროს, რომ ადრე შეცდომას უშვებდა და სწორედ შეცდომების გამოა ახლა იქ, სადაც არის. ამის არაღიარების გარეშე ახალი არაფერი იქნება […]

“ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლობა ოპოზიციურმა აზრმა გააპრავა – დავიშალეთ” – თავდგირიძე

ქართულ საინფორმაციო სივრცეში გუშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემაში, მნიშვნელოვან თანამდებობაზე, სამი წლის განმავლობაში საქმიანობდა წითელი კომისარი, რომელსაც დაკავებული თანამდებობა საშუალებას აძლევდა ჰქონოდა წვდომა ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, აგრეთვე დაემყარებინა ახლო ურთიერთობა სამხედრო მაღალჩინოსნებთან და კონფიდეციალურ გარემოში ეწარმოებინა მათთან რუსეთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, დამეგობრებოდა და პირდაპირ ან ირიბად მოეხდინა მათი ბმა რუსეთის სპეცსამსახურებთან. მოკლედ სრული კარტბლანში […]

პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მიუღებელია სასამართლოში კრიტიკული, პრინციპული მოსაზრებები – სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს: ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად სასამართლო სისტემაში რეფორმის განხორციელება განსაზღვრა. Მათ შორის მიუთითა, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო სისტემა, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ისეთ წამყვან თანამდებობებზე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება, როგორებიც არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სასამართლოების თავმჯდომარეები. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა […]

“ამოცანაა ბრიუსელმა დაინახოს ალტერნატივა” – ბოკუჩავა

“ამოცანა არის, რომ ბრიუსელმა დაინახოს ალტერნატივა, ქართველ ხალხთან ერთად, რომ ამ ხელისუფლების, ივანიშვილის პარტიის ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროდასავლურ პარტიათა კოალიციური ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს”.

9 თვეში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებს 365 მილიონი ლარი გადაუხადა – საბა ბუაძე

ლელოს ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 365 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია. ამ თემაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და 2013-2022 წლის მონაცემებზე ისაუბრა. ბუაძის თქმით, 2012 წელს საჯარო სექტორში დასაქმებული იყო 287 000 ადამიანი, 2022-ში კი მათ რაოდენობა 308 000-მდე გაიზარდა. […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორმა მოსამართლე წევრმა ბადრი შონიამ და პაატა სილაგაძემ ვადაზე ადრე დატოვა. ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ცნობით, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 მარტის სხდომაზე თქვა. მათივე ცნობით, შონია და სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან და სხდომაზე სწორედ ეს დასახელდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად. ამჟამად იუსტიციის უმაღლეს […]