პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახალხო არტისტის, ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლამარა ჭყონია კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული ოპერის ისტორიაში. „მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, დიდი ქართველი სოპრანოს ლამარა ჭყონიას გარდაცვალების გამო. ლამარა ჭყონია, მისი განსაკუთრებით ინდივიდუალური და სახასიათო შესრულების წყალობით, კუთვნილ საპატიო ადგილს დაიკავებს ქართული […]

„თეგეტა ჰოლდინგს“ J.P. Morgan-ის დელეგაცია ეწვია

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და კომპანიის მენეჯმენტის გუნდს შეხვდნენ. მხარეებმა რეგიონში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვის პერსპექტივასა და კომპანიის მიერ საშუალო ვადაში ევრობონდების გამოშვების პოტენციალი განიხილეს. J.P. Morgan-ის წარმომადგენლებმა ჰოლდინგის გლობალური გეგმები და ფინანსური შედეგები დადებითად შეაფასეს. აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ბაზარზე […]

“როსკომნადზორმა”, როგორც ჩანს, პირდაპირ დაიწყო საიტების დაბლოკვა

რუსეთის მედიისა და საკომუნიკაციო საშუალებათა მარეგულირებელმა უწყებამ, „როსკომნადზორმა“, დაახლოებით ათი დღის წინ შეწყვიტა აკრძალული საიტების რეესტრის გამოქვეყნება, საიდანაც რუსეთის ოპერატორები იღებდნენ ინფორმაციას საიტების შესახებ, რომლების დაბლოკვაც იყო საჭირო და ამის საფუძველზე საძიებო სისტემები ბლოკავდნენ ამ რესურსებს. ამას ყურადღება მიაქცია „კომერსანტმა“. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახლა დაბლოკვას თავად პირდაპირ „როსკომნადზორი“ ახორციელებს საკომუნიკაციო ქსელებზე მოქმედი მოწყობილობის მეშვეობით. როგორც […]

მიშელი: პუტინს დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ – არანაირი ოპოზიცია, არანაირი არჩევანი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში “გამარჯვებას” ულოცავს. “მსურს, ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი”. – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე. 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თანამდებობაზე კენჭს მეხუთედ იყრის.

შალვა პაპუაშვილი – ლიხტენშტაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე და იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს

ლიხტენშტაინის და საქართველოს პარლამენტებს შორის პირველი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდაზე, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა ფორმატში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ლიხტენშტეინის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიხტენშტაინის პარლამენტმა მათ გაუზიაროს გამოცდილება, თუ როგორ […]

15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. არტილერიის დღე აღინიშნა ხონშიც, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. წარმატებულ სამხედროებს დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრებიც გადასცეს. […]

ლევან ხაბეიშვილი – თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება

თუ რაიმე პოლიტიკურ პრობლემას ხედავს კონკრეტული ადამიანი, ამისთვის არის 2024 წლის არჩევნები და უნიკალური შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ანსამბლ „ფესვებს“ პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლის უფლება არ მისცეს და აჭარიდან არ გამოუშვეს. „ჩემი აზრით, ეს კონკრეტული ერთი […]

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის

ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ დაფარულად, პრორუსი ჩინოვნიკების დანიშვნა მათი გამდიდრების მიზნით, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბერი არის უდიდესი შესაძლებლობა „ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა ჩანაცვლდეს კოალიციური პროდასავლური პარტიათა ერთობით“. „ივანიშვილის პარტიის პირობებში ღიად თუ […]

ირაკლი ზარქუა – ეს საქართველოა! ეს არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ ან ხელმოცარულების ხუშტურებზე იაროს ქვეყანამ

ეს საქართველოა! ეს არ არის ადგილი, სადაც ექსპერიმენტები უნდა ვატაროთ ან ამ ხელმოცარულების ხუშტურებზე იაროს ქვეყანამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “ვეტინგის” სისტემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ვეტინგის” სისტემა მიუღებელია, რადგან ეს არის უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევა ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში. მან, ასევე, იმ მოსამართლეებზე ისაუბრა, რომლებიც “ვეტინგის” სისტემის დანერგვას მხარს უჭერენ და […]

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა

მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი 24“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დახურვის ოფიციალური ცერემონია ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართა. „სწავლების წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ და აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ მიულოცეს. დახურვის ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის […]