გაერო: მტკიცდება, რომ რუსები სისტემატიურად აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს

უკრაინის საკითხებზე გაეროს კომისრის მიხედვით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ რუსები სისტემატიურად აწამებენ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს. სამკაციანი კომისიის ანგარიშის მიხედვით, წამების მასშტაბიდან გამომდინარე რუსეთის ქმედებები “ფართდო გავრცელებული და სისტემატიური” ხასიათისაა, რის გამოც შესაძლოა კაცობრიობის წინაშე დანაშაულად კვალიფიცირდეს. “მსხვერპლები აღწერენ სასტიკ და დაუნდობელ მოპყრობის შედეგად მიყენებულ ძლიერ ტკივილს და ადამიანის ღირსების სრულ უგულებელყოფას” – ამბობს […]

აშშ-ს დემოკრატმა სენატორმა ისრაელს არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა და პრემიერი გააკრიტიკა

აშშ-ს დემოკრატი კონგრესმენი და სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი სენატის დარბაზში სიტყვით გამოვიდა და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გააკრიტიკა. სენატში სიტყვით გამოსვლისას ჩაკ შუმერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა 7 ოქტომბერს მშვიდობიან მოსახლეობაზე ჰამასის თავდასხმის სისასტიკეს და განაცხადა, რომ ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს. მისი თქმით, ჰამასი ამ ომში უნდა დამარცხდეს, თუმცა, მან ისრაელის პრემიერის ბენიამინ […]

მიხეილ სააკაშვილი – „ეფესბემ“ კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელიც გამოაშვებინა, რაც ადასტურებს, რომ მათი დავალება არჩევნებია – უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და „შავების“ არნახულ მობილიზებას

უნდა ველოდოთ რაფალიანცის ტიპის პროვოკაციებსა და „შავების“ აქამდე არნახულ მობილიზებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს არჩევნებში ჩარევის მიზნით „ეფესბემ“ კანონიერი ქურდები გაათავისუფლა. „რუსულმა „ეფესბემ“ კალაშოვთან ერთად მისი მარჯვენა ხელი, კანონიერი ქურდი, ბადრი კუბლაშვილიც გამოაშვებინა, რაც საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ მათი მომავალი დავალება სწორედ საქართველოს არჩევნებია. […]

გია ვოლსკი – ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე, საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

ვაჭრობაზე არაა საუბარი, მითუმეტეს აფხაზეთთან ვაჭრობაზე, საუბარია კანონის პაკეტის რეალიზებაზე, რომელსაც ჰქვია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ – სხდომა იმიტომ იყო დახურული, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს თემა ისე იყოს განხილული, როგორც, სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა და დარგობრივი ეკონომიკისა […]

შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა

შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, მათი ცნობით ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ […]

მიჩიგანში დამნაშავედ ცნეს ცოლ-ქმარი, რომელთა შვილმაც მათი ნაჩუქარი იარაღით 4 კლასელი მოკლა

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნეს კაცი, ჯეიმს ქრამბლი რომლის შვილმაც მისი ნაჩუქარი ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი თანაკლასელი მოკლა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ამავე ბრალდებით თინეიჯერი თავდამსხმელის დედაც, ჯენიფერ ქრამბლიც დააპატიმრეს. ორივე მშობელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2021 წელს 15 წლის ითან ქრამბლიმ მშობლებისგან ნაჩუქარი იარაღით სკოლაში ცეცხლი გახსნა და ოთხი თანაკლასელი […]

დიდი ბრიტანეთის არმიის მინისტრი თანამდებობას ტოვებს, მომავალ არჩევნებში კენჭს არ იყრის

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებშიც არ იყრის კენჭს. კონსერვატორმა პარლამენტის წევრმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ოჯახური მოვალეობები დაასახელა და განაცხადა, რომ განსხვავებული კარიერული გზის არჩევა სურს. გამოქვეყნებულ წერილში, იგი წერს, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის “მტკივნეული გადაწყვეტილება” მიიღო. ამასთანავე, ჰიპის თქმით, იგი […]

ნეთანიაჰუმ რაფაში IDF-ს სახმელეთო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სამხედრო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა. “IDF ოპერაციისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მზად არის”. – წერია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც ომის კაბინეტის კრების შემდეგ გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ჰამასის შეთავაზებული პირობები ისრაელელი მძევლების გათავისუფლებისთვის, კერძოდ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ზავი, “ისევ აბსურდულია”. […]

რუსეთმა ოდესა დაბომბა — დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის სასწრაფოს ექიმი და მაშველი

ოდესაში დაბომბვამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სულ მცირე, 46 ადამიანი კი დაშავდა. როგორც უკრაინული მედია ქვეყნის პროკურატურასა და გადაუდებელი დახმარების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იმავე ადგილას მეორე ჭურვიც ჩამოაგდეს, რამაც სასწრაფოს ექიმის და მაშველის სიცოცხლე იმსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არის პირველადი დახმარების ეკიპაჟის კიდევ 7 წევრი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი […]

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა. უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმის შემოწმება გადაწყვიტა კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის […]