რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე არის საარჩევნო ურნებისა და კაბინების დაზიანების ფაქტები

რუსეთში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. ის 15 მარტს დაიწყო და დასრულდება კვირას, 17 მარტს, არჩევნების ძირითად დღეს. არჩევნები ტარდება უკრაინაში ომის ფონზე. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით იყრის კენჭს. კანდიდატები, რომლებიც ომის წინააღმდეგ გამოდიან, ხელისუფლებამ რეგისტრაციაში არ გაატარა. იტყობინებიან შემთხვევებზე, როცა საარჩევნო ურნებში ანტისეპტიკი ბრილიანტის მწვანე ან მსგავსი საღებავი საშუალება ჩაასხეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა […]

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ერთ-ერთი საშაურმის მიერ წარმოებულ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოავლინეს. სააგენტო განმარტავს, რომ კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფურ შემთხვევაზე შეტყობინება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მიიღეს – ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. “შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ფრინველის გრიპი გაჩნდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია

vestikavkaza-ს ინფორმაციით, აფხაზეთში დელფინების და იხვების მასობრივად დახოცვის ფაქტები დაფიქსირდა. აფხაზეთის გარემოსდაცვითმა დე ფაქტო პროკურატურამ ზღვის სანაპიროზე გამორიყული ხუთი დელფინისა და წყლის ფრინველის, იხვების მასიურად დახოცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ზღვამ ხუთი დაღუპული დელფინი ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას წყლებში გამორიყა სანაპიროზე, ხოლო მკვდარი იხვები, ასევე ოჩამჩირის სანაპიროსა და სოხუმის ყურეში დააფიქსირეს. საოკუპაციო რეჟიმის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარის, […]

სალომე სამადაშვილი – დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია – სხვა ახსნას ვერ ვპოულობ თუ არა ის, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო, მას ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა

სავარაუდო ღია ღალატთან გვაქვს საქმე – დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა არის დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმისა შესახებ, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად […]

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს „არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მიმდინარე ბრძოლებს „არჩევნების ჩაშლის მიზანი აქვთ“. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან სხდომაზე განაცხადა. „ხმის მიცემის ჩაშლის, ხალხის შეშინების მიზნით კიევის ნაცისტურმა რეჟიმმა რიგი კრიმინალური, დემონსტრაციული შეიარაღებული აქციები ჩაიფიქრა და განხორციელებას ცდილობს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების მიტანაა. რაკეტებისა და […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის […]

ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატსა და ეროვნულ ასამბლეაში კოლეგებს შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს, საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფრანსუა ჟან ბურლანჟთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კატრინ დუმასთან. „შეხვედრებისას მთავარი აქცენტები გაკეთდა საქართველოს […]

სენატი TikTok-ის საკითხის განხილვას არ ჩქარობს

ამერიკელ სენატორთა ნაწილს სურს, პალატამ დრო დაუთმოს წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტის განხილვას. დამტკიცების შემთხვევაში, აქტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს აიძულებს, რომ პოპულარული აპლიკაცია TikTok გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაციას შეერთებულ შტატებში დაბლოკვა ემუქრება. წარმომადგენელთა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე, 352 მომხრე და 65 წინააღმდეგი ხმით, წინადადებას წარდგენიდან რვა დღის შემდეგ, ამერიკელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს. სენატშიც ფართო მარდაჭერაა იმის მიმართ, რომ […]

თურქეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია

თურქეთის ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის შვიდი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს. ორი ადამიანი სანაპირო დაცვის სამსახურმა გადაარჩინა, ორმა კი ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 18 ხომალდი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა რეზინის […]

“პსჟ? ჩვენ იამალი გვყავს” – “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “ბარსელონა” პსჟ-ს შეხვდება. კენჭისყრის შესახებ კომენტარი კატალონიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა რაფა იუსტემ გააკეთა. “ვამაყობთ იმით, რომ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის ვიმყოფებით. მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. პსჟ-ის ფეხბურთელები? ჩვენ იამალი გვყავს. მწვრთნელს ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემის გაბედულება გააჩნია. ძალიან მაგარი თამაში იქნება. მათ მწვრთნელს კარგად ვიცნობთ, მაგრამ ჩვენც შესანიშნავი გუნდი და გულშემატკივრები გვყავს”, – […]