“როიტერი”: რუსეთმა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავში სიგნალი ჩაახშო

რუსეთმა სატელიტური სიგნალი ჩაახშო თვითმფრინავზე, რომელსაც თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი პოლონეთიდან ბრიტანეთში დასაბრუნებლად იყენებდა. აღნიშნული ინფორმაცია 14 მარტს, მთავრობის წყარომ და მასთან ერთად მყოფმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს. მათი თქმით, 13 მარტს, GPS სიგნალი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში იყო დაბლოკილი, როცა თვითმფრინავი რუსეთის ბალტიისპირეთის ექსკლავთან, კალინინგრადთან ახლოს მიფრინავდა. ამ ხნის მანძილზე მობილური ტელეფონები ინტერნეტთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა […]
კრემლი ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ ფარული გავლენის კამპანიაში ადანაშაულებს

კრემლმა 15 მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ფარული გავლენის კამპანიის წარმოებას ცდილობდა, მაგრამ მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებმა, მისი ზემოქმედების შესამცირებლად, შესაბამისი ზომები მიიღო. კრემლმა კომენტარი გააკეთა საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის დროს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს დაავალა, დაეწყო ფარული კამპანია ჩინურ სოციალურ ქსელებში, რომელიც მიზნად […]
უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

15 მარტის დილით, უკრაინამ, რუსეთის კალუგის რეგიონში, მცირე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინული დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გასულ კვირაში, კიევმა რუსეთის ძირითად ნავთობის ობიექტებზე, დრონებით თავდასხმის მთელი სერია განახორციელა. ამით, კიევი ცდილობს, მოსკოვის სრულმასშტაბიანი ომის ორი წლის თავზე, რუსეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსები შეზღუდოს. თუმცა, კერძო საკუთრებაში მყოფი კალუგის ნავთობგადამამუშავებელი […]
“დონ ჩიჩოს” შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა – სეს

“დონ ჩიჩოს” შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა. შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის […]
დაიხრჩო 22 ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი – თურქეთი

თურქეთში, ჩანაქკალეს პროვინციის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას პროვინციის გუბერნატორი ავრცელებს. სანაპირო დაცვის სამსახურმა ორი ადამიანი გადაარჩინა, ორმა კი ნაპირზე გამოსვლა თავად შეძლო. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ადგილზე სამაშველო-სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და 18 ხომალდი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი […]
სეს: “დონ ჩიჩოს” შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება, რომ საშაურმე დონ ჩიჩოს მიერ დამზადებული შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა. “შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს დონ ჩიჩო 2007, ს/კ 405668004; მის: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს. საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ […]
სალომე სამადაშვილი – დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულია – სხვა ახსნას ვერ ვპოულობ თუ არა ის, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო, მას ოფიციალური სტატუსი ჰქონოდა

სავარაუდო ღია ღალატთან გვაქვს საქმე – დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობა არის დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმისა შესახებ, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ხიდაშელის თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად […]
შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ

სამწუხაროა, როდესაც მართლმსაჯულებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართველ ხალხს კი არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, არამედ უუნაროები არიან და ამიტომ უცხოელებმა უნდა მიიღონ, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ლოგიკას თუ გავყვებით, გამოდის, რომ მოსამართლეებიც არ უნდა იყვნენ ქართველები და უცხოელი მოსამართლეები უნდა გვყავდეს, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა. […]
შალვა პაპუაშვილი – თუ „ენჯეოები” ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე – ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს ას პროცენტიან უცხოურ დაფინანსებას

“ენჯეოების” განცხადებები უკვე განსაცვიფრებელია. მათი განცხადება ვნახეთ, რომ თურმე, ხელისუფლებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით რეაქცია არ უნდა ჰქონდეს. რა განსხვავებულ აზრზეა საუბარი? – ქვეყნის სუვერენიტეტსა და საქართველოს კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სისხლით მოპოვებულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ დათმობს, საქართველოს ხელისუფლებისგან […]
ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მაკა ასათიანის უმშვენიერესი და, სალომე ასათიანი და დედა, ლუიზა თავართქილაძე – ამბები ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის დიდი ოჯახის შესახებ – Marao

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ მაკა ასათიანის უმშვენიერესი და, სალომე ასათიანი და დედა, ლუიზა თავართქილაძე – ამბები ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის დიდი ოჯახის შესახებ – Marao მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა – […]