ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა.”
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, პუტინის თქმით, კურსის ოლქში განვითარებული მოვლენები “მასშტაბური პროვოკაციაა” უკრაინის მხრიდან და ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან.
“ჩვენი სხდომის შემდეგ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, “ეფესბესთან”, ვგულისხმობ უშიშროების ფედერალური სამსახურის საქმიანობის სასაზღვრო მიმართულებას, და კოლეგების მორიგ ანგარიშს მოვისმენ იმის თაობაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში”, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!