შსს 300 ათასს სამზარეულოს მოსაწყობად დახარჯავს – დეტალები

ტვ პირველის ცნობით, გომელაურის უწყებას სურს, რომ იყიდოს პიცის 12 ღუმელი სადგამით. ეს ძალოვანი უწყების მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ლოჯისტიკის დეპარტამენტი სამზარეულოს ბოლო დროის ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აწყობს. სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სჭირდებათ ელექტრო ღუმელები, მიქსერები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ორავზიანი “ფრიტურნიცა” კარტოფილი ფრის დასამზადებლად. ჯამში, გომელაურის უწყება თითქმის 300 ათას მხოლოდ სამზარეულოს მოსაწყობად დახარჯავს. […]
“300 მილიარდი მოგვპარეთ, წადით თქვენი…” – მედვედევი ევროკავშირს

არც კი ვიცი რა პასუხი გავცე ასეთ თავხედობას. ევროკავშირმა რუსეთს 300 მილიარდის ოდენობის აქტივები მოპარა და რუმინეთის ოქროს დაბრუნებას ითხოვს. რუსულად არაფერია სათქმელი, მხოლოდ შეიძლება ერთ ადგილას გაგზავნა. მოკლედ, წადით თქვენი… 1916-1917 წლებში რუმინეთის სამეფომ ქვეყნის ოქროს მარაგის ნაწილი, 90 ტონა ოქრო და ძვირფასი სამკაულები რუსეთს შესანახად გადასცა. 1919 წელს საბჭოთა კავშირმა ოქროს დაბრუნებაზე უარი […]
„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი” – შალვა პაპუაშვილის განცხადება

“სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მისი განაყოფისთვის, თუ კლონისთვის მთავარი ფიგურა იყო და რჩება მიხეილ სააკაშვილი. სხვა დანარჩენი მცდელობაა, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალებში ნაცარი შეაყარონ. თავის დროზე, არც გიორგი ვაშაძეს გამოუვიდა, თითქოს რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განუდგა. ეს არც სხვა ჯგუფებს გამოუვიდათ, რომლებიც აჩვენებდნენ, თითქოს წინააღმდეგობაში იყვნენ. სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტს […]
მედვედევი ევროკავშირს: წადით თქვენი…

არც კი ვიცი რა პასუხი გავცე ასეთ თავხედობას. ევროკავშირმა რუსეთს 300 მილიარდის ოდენობის აქტივები მოპარა და რუმინეთის ოქროს დაბრუნებას ითხოვს. რუსულად არაფერია სათქმელი, მხოლოდ შეიძლება ერთ ადგილას გაგზავნა. მოკლედ, წადით თქვენი… ასეთი კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუმინეთისთვის ოქროს დაბრუნების საკითხთზე. 1916-1917 წლებში რუმინეთის სამეფომ ქვეყნის […]
გუდაური-კობის გზაზე გარკვეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზების დეპარტამენტის ცნობითვე, გუდაური კობის გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში გადაადგილდება, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ჭიათურის მაღაროების უკანონოდ გადაკეტვის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულმა სამმართველომ, 13 მარტს, კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროების ადგილობრივების მხრიდან პარალიზების გამო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, აღნიშნულმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა მაღაროებში მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობას. „აქციის ორგანიზატორებმა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, თვითნებურად გათიშეს მაღაროების ცენტრალური განიავების სისტემა, რა დროსაც მაღაროებში თანამშრომლები იმყოფებოდნენ. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა […]
დღეს ძილის მსოფლიო დღეა – ჯანმოს რეკომენდაციები

დღეს მსოფლიო ძილის დღეს აღნიშნავს, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ამ დღის მიზანია, აამაღლოს საზოგადოების ინფორმირებულობა ჯანსაღი ძილის მნიშვნელობის და იმის შესახებ, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო და არასაკმარისმა ძილმა. ინტენსიური თერაპიისა და ფილტვების ჯანმრთელობის ასოციაციის განცხადებით, ძილი, ისევე როგორც კვება და ფიზიკური აქტივობა, ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ძილი ადამიანს ეხმარება მეხსიერების შენარჩუნებასა და სწავლაში. ის იმუნურ […]
„Tesla-ს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“ – CNN

Tesla ოდესღაც ავტომობილების წარმოების მომავალს წარმოადგენდა, ახლა კი CNN-ის ინფორმაციით, კომპანიის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს აქციები იანვრის შემდეგ, 32%-ით დაეცა. 2021 წელთან შედარებით კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 60%-ითაა შემცირებული. ანალიტიკოსების თქმით, შეშფოთება იზრდება, რადგან ელექტრომობილებზე მოთხოვნა შენელდება და ჩინელი კონკურენტები გლობალურ ბაზარზე სულ უფრო მეტ წილს იკავებენ. Tesla-ს გარდა, Magnificent […]
მამაცაშვილმა “დინამოს” კუთხურიდან ჩაუხვია – ულამაზესი გოლი ეროვნულ ლიგაში [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ორი მატჩი გაიმართა. „იბერია 1999“-მა თბილისის „დინამოს“ 1:0 სძლია. 45+2 წუთზე “იბერია 1999”-ის შემტევმა საბა მამაცაშვილმა ბურთი კუთხურიდან ჩაახვია და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 34-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით თბილისის „დინამოს“ მეკარე გიორგი ლორია გააძევა. „სამგურალისა“ და „კოლხეთი 1913“-ის შეხვედრა 1:1 დასრულდა.
British Airways თავის თვითმფრინავებზე ინტერნეტს უფასო გახდის

უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways თავის თვითმფრინავებზე ინტერნეტს უფასო გახდის. სერვისი 3 აპრილიდან ეტაპობრივად ამოქმედდება ყველა ავიალაინერზე, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური მიმღებებით. უმარტივესი წვდომის პაკეტი უფასო იქნება, რომელიც მოიცავს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას მესინჯერის აპლიკაციების საშუალებით. მის გასააქტიურებლად საჭიროა უფასოდ დარეგისტრირდეთ British Airways Executive Club-ის ლოიალობის პროგრამაში. უფასო წვდომის პაკეტი არ მოგცემთ საშუალებას გააზიაროთ ფოტოები ან ვიდეო. […]