გენგ შუანგი – ჩინეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს

ჩინეთი მზად არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს, – ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენგ შუანგმა განაცხადა. „ჩინეთი მზად არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში კონსტრუქციული როლის თამაში განაგრძოს“, – განაცხადა გენგ შუანგმა. გენგ შუანგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ობიექტურ და […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს […]
თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა – რომელ ობიექტზე მოხდა შემთხვევა

თბილისში 7 ადამიანი შაურმით მოიწამლა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე “დონ ჩიჩოს” მიერ წარმოებული შაურმა. შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა […]
„შაშვი შაშვი მაყვალს” ნიუ-იორკში აჩვენებენ

13 და 14 აპრილს ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიან ფილმს „შაშვი შაშვი მაყვალი” აჩვენებენ ნიუ-იორკში. ჩვენებები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა (MoMa) და „ლინკოლნ ცენტრში”: 13 აპრილს 13:00 საათზე – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. 14 აპრილს 18:15 საათზე – ლინკოლნ ცენტრში. ელენე ნავერიანის მიერ თამთა მელაშვილის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის აღწერა ამგვარია: პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრები ეთერო […]
“ასე მხოლოდ წარუმატებელი და არშემდგარი ადამიანები იქცევიან” – დე ლაურენტისმა სარი მიწასთან გაასწორა

როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “ბაიერნთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თანამდებობა დატოვა. იტალიურ მედიაში მაშინვე გაჩნდა ჭორები, რომ შესაძლოა, სარი ზაფხულში “ნაპოლიში” დაბრუნების წინააღმდეგი არ ყოფილიყო, თუმცა დე ლაურენტისის განცხადებამ ეჭვები მალევე გააქარწყლა. “რაც მან გააკეთა, შოკისმომგვრელი იყო. სარი პროფესიონალ სპეციალისტად ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა, თუმცა […]
ფერმერთა პროტესტის საპასუხოდ ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა

ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოსდაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა. ფერმერები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ, აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ ინიციირებული საწვავის სუბსიდიების შემცირება, ასევე გარემოსდაცვითი რეგულაციები, რომლებიც მიმართულია კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, მათ საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება და ფინანსურად აზარალებს. „ამ საკანონმდებლო ინიციატივების მთავარი მიზანია, კიდევ უფრო შეამსუბუქოს ადმინისტრაციული ტვირთი […]
საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien Messe Wien მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორთან. შეხვედრას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი. Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის […]
სპორტული კარატეს ნაკრებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, პრემიერ ლიგაზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა

სპორტული კარატეს ნაკრებმა, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, პრემიერ ლიგაზე მონაწილეობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა. კარატეს ფედერაციის ცნობით, ანტალიაში, საქართველოს ნაკრები ორ გზის მსოფლიო ჩემპიონის და მთავარი მწვრთნელის, გოგიტა არქანიას მეთაურობით, ხუთი სპორტსმენის: დავით ტყებუჩავას, ლუკა ვასაძის, ვალიკო ფონიავას, ხვიჩა კიპაროიძის და მერაბ გელაშვილის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ფედერაციის ინფორმაციით, ტურნირამდე საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი კემპი სტამბოლში გაიარა, სადაც […]
ხონში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში, დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. 50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცი ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის […]
რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ

რუსეთის სამარის ოლქის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დრონებით დაესხნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სამარის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს. სამარის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის ფართობი 500 კვადრატული მეტრია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.