ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი – დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და ორი ადამიანი დაიღუპა

დრონებით თავდასხმის შედეგად, ბელგოროდში შენობები დაზიანდა და 2 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ბელგოროდზე თავდასხმა დილით განხორციელდა, რის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქალაქის თავზე რვა RM-70 Vampire ჭურვი და ორი დრონი […]
შოლცის თქმით, ევროპა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის შეიარაღებისთვის გამოიყენებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროპა რუსეთის გაყინულ აქტივებს უკრაინის შეიარაღებისთვის გამოიყენებს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, საფრანგეთის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შოლცის თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი იარაღის შეძენის აუცილებლობასა და სამხედრო ტექნიკის წარმოების გაზრდაზე, მათ შორის უკრაინაში პარტნიორებთან თანამშრომლობით. „ჩვენ გამოვიყენებთ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინისთვის […]
იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ნატო ავრცელებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა. კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია […]
ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს სანადირო თოფიდან ესროლა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო.
რუსეთი: სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს

რუსეთის სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, დმიტრი აზაროვი ადასტურებს. აზარივისვე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გასულ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის […]
საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien Messe Wien მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედია გამოცემის, T.A.I. და ტურისტული სააგენტოს Ruefa დირექტორებთან, ასევე ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა […]
ლევან ხაბეიშვილი – გამალებული სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს სოფლებში, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც მიწათმოქმედებას ეწევიან, უკიდურესი პრობლემა აქვთ – ხელისუფლებამ ამ ხალხს უპასუხოს

ახლა გამალებული სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს სოფლებში, მაგრამ ადამიანებს, ვინც მიწათმოქმედებას ეწევიან, აქვთ უკიდურესი პრობლემა – არ აქვთ საშუალება ჩაასხან გაძვირებული დიზელი და უწევთ ტრაქტორების გაჩერება. უპასუხოს ამ ხალხს ხელისუფლებამ, რატომ უწევთ მოქალაქეებს ერთი ლარის და 65 თეთრის ნაცვლად, 3 ლარის და 20 თეთრის გადახდა დიზელში? – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. […]
გიორგი ბოტკოველი – კახეთში, მიწების მინიმუმ 50 პროცენტი დაუმუშავებელია, რადგან საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია – ეს იწვევს ადამიანების გაქცევას სოფლიდან

ახლა ჩვენ ვიმყოფებით კახეთში, სადაც ვხედავთ ძალიან ბევრ მიწას დაუმუშავებელს. წელს მიწების მინიმუმ 50 პროცენტი არის დაუმუშავებელი იმიტომ, რომ საწვავის ფასი კატასტროფულად გაზრდილია და შემდგომი სერვისები, რომელიც უნდა მოიხმაროს გლეხმა, არის კატასტროფულად გაზრდილი, რაც იწვევს ადამიანების გაქცევას სოფლიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ის პარტიის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან […]