აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს მელიორაციის” ანგარიში მარნეულში, გასვლით სხდომაზე მოისმინა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის ინიციატივით, რეგიონებში მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრები დაიწყო. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პირველი ასეთი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეულში შედგა, რომლის ფარგლებში ასევე გაიმართა კომიტეტის სხდომა. როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, ერთობლივი გადაწყვეტილებით, კომიტეტი გასვლით შეხვედრებზე, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ასევე მოისმენს ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშებს მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ. ქვემო ქართლში კომიტეტის სხდომა […]

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ბანდიტი უწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას როგორც უკრაინისთვის, ასევე ღაზის სექტორისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. „დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმრავლესობას სურს შეიტანონ ამაში თავიანთი წვლილი. მოვუწოდებ ყველას, დაუპირისპირდნენ ვლადიმირ პუტინს, […]

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წვიმები გველოდება – ნახეთ გრძელვადიანი პროგნოზი

მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით, წვიმიანი დღეები მზიანს აჭარბებს. თბილი თებერვლისა და მზიანი მარტის მერე ქოლგების მომარჯვება მოგვიწევს. ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსს არ ასცილდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი 9 გრადუსია და 29 მარტს იქნება. ნახეთ გრძელვადიანი პროგნოზი ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული 600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრამის“ არხი RESPUBLICA ავრცელებს. „ჩვენი ინფორმაციით, ასლან ბჟანიას პირადი ინიციატივით, აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლოში ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ადრე მიღებული კანონის, რომელიც მესამე პირებზე გადაცემას ზღუდავს, გაუქმების მცდელობა იყო. ასლან ბჟანიას სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ, თავმჯდომარის გარდა, ხმა […]

19 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 19 მარტს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება. ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 75 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 7.3 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 7.5 წლიანი) მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს (GETC31725061) განათავსებს. აუქციონში მონაწილეობის მსურველები გაცნობილი უნდა იყვნენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და […]

ხვიჩა კვარაცხელიას ანაზღაურებაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის და მომავალ სეზონში გუნდი ქართველი ფეხბურთელის გარშემო აეწყობა, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს. „სკირას ცნობით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2029 წლამდე გეგმავს. ის წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს, ერთ მილიონს კი ბონუსების სახით. „ამ შემთხვევაში, ქართველი „ნაპოლის“ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, მაგრამ, […]

გზები, სადაც მოძრაობა აიკრძალა – განახლებული ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სააგენტოს თქმით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. უწყების […]

ირაკლი ქარსელაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციაზე – „განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები – საქართველოს გზა ევროპისკენ“ – მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე; საქართველოს რეგიონული როლის გაძლიერებისათვის საერთაშორისო მაგისტრალური […]

შოლცი: მოკავშირეთა ახალი კოალიცია კიევს “შორი მანძილის სარაკეტო არტილერიას” მიაწვდის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, კიევისთვის “შორი მანძილის სარაკეტო არტილერიის” მიწოდებისთვის უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ახალ კოალიციას შექმნიან – AFP-ის ცნობით, შოლფმა ამის შესახებ ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. როგორც BBC იტყობინება, მაკრონის თქმით, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთის ამ მხრივ გაერთიანება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ევროპის მხრიდან უკრაინის […]