ალან ალბოროვი – “სამხრეთ ოსეთი” რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხს მოსკოვთან განიხილავს

“სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ საკითხს რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“, – განაცხადა ალბოროვმა, როდესაც ამ თემაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ალბოროვის მტკიცებით, მოსკოვი და […]
პროუკრაინული რუსული ჯგუფი: იჩქერიის მებრძლებთან ერთად რუსეთის ერთ-ერთი დასახლება დავიკავეთ

პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერს, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა. უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2010 წლის მონაცემებით დასახლებაში 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას […]
რუსებმა უკრაინას 7 რაკეტით და 16 დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვისა და დონეცკის ოლქებს „ს-300“ ტიპის ხუთი საზენიტო მართვადი რაკეტით, ჩერნიგოვის ოლქს – კი „ხ-59“ ტიპის ორი მართვადი რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე ასევე 16 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, თუმცა უკრაინელებმა 14 მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში […]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), გოგა ოთინაშვილმა (70 კგ), ოთარ დოხნაძემ (79 კგ) და ნიკა ფანცულაიამ (97 კგ) ანტალიაში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუშინ, თურქულ ხალიჩაზე, სწორედ ამ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ პრიზიორები. დღეს საქმეში 61, 74 და 92 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებმებიან, ხვალ კი […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. […]
ვულკანის ამოფრქვევის გამო ისლანდიაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

სამხრეთ ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მორიგი ვულკანური ამოფრქვევის გამო – დეკემბრის შემდეგ ეს მეოთხე და ყველაზე ძლიერი ამოფრქვევაა. ევაკუაცია მოსთხოვეს პატარა ქალაქ გრინდავიკის მაცხოვრებლებს, რომლებიც მანამდე ძლიერ არაერთხელ დაზარალდნენ სეისმური აქტივობის გამო. ხალხის გამოიყვანეს ისლანდიის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობის, „ცისფერი ლაგუნის“ ტერიტორიიდანაც. ამოფრქვევის დროს ამ მხარეში 500-დან 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ქვეყნის საჰაერო სივრცე ღია […]
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, ლავა ქალაქ გრინდავიკს უახლოვდება

სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ლავამ ევაკუირებული ქალაქ გრინდავიკის გარშემო არსებულ თავდაცვის კედლებამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სახლებში დაბრუნების უფლება ერთი თვის წინ ქალაქის მხოლოდ 4 000-მდე მცხოვრებს მისცეს მას შემდეგ, რაც იანვარში ამოფრქვევის შედეგად ის ქალაქში გავრცელდა და სამი სახლი გაანადგურა. ვულკანის ამოფრქვევის გამო, […]
პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს – ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს

პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს. სალომე ზურაბიშვილის “მოტივირებულ შენიშვნებზე” ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს და წინასწარი ინფორმაციით, მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა. პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს დაადო, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. […]
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 მარტს რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 14 განადგურებულია. დრონები აფრინდა ოკუპირებული ყირიმიდან და შავი ზღვის აკვატორიიდან. შეტევა ოდესისა და ნიკოლაევის ოლქის მიმართულებით მიმდინარეობდა. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებისგან ოდესაში დაზიანდა 2 აგროსაწარმო. ადგილზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამ დროისთვის, სამაშველო სამსახურმა უკვე ჩააქრო. გარდა ამისა, უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა 7 რაკეტა […]
ბუდანოვი: პროუკრაინული ჯგუფები რეალური ძალაა, დავეხმარებით, მაგრამ რუსეთი მონების ქვეყანაა

უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი სატელევიზიო ინტერვიუში პროუკრაინული რუსული ჯგუფების ბოლოდროინდელ აქტივობებს გამოეხმაურა. “მათ უკვე ჯგუფებს ვერ ვუწოდებთ, ისინი რეალურ ძალას წარმოადგენენ. რამდენიმე ჯგუფია, ერთად მოქმედებენ, რუსეთის ტრანსოფრმაციის პრინციპებზე თანხმდებიან. მათ ბევრი ოპოზიციური ძალა შეუერთდება, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ის მის საზღვრებს გარეთ არსებობს”. – ამბობს ბუდანოვი. ბუდანოვის თქმით, უკრაინული დაზვერვის ცნობით, ამ […]