ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, ლავა ქალაქ გრინდავიკს უახლოვდება

სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლავამ ევაკუირებული ქალაქ გრინდავიკის გარშემო არსებულ თავდაცვის კედლებამდე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სახლებში დაბრუნების უფლება ერთი თვის წინ ქალაქის მხოლოდ 4 000-მდე მცხოვრებს მისცეს მას შემდეგ, რაც იანვარში ამოფრქვევის შედეგად ის ქალაქში გავრცელდა და სამი სახლი გაანადგურა.
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილიდან, გეოთერმული სპა ლურჯი ლაგუნის ტერიტორიიდან, 500-600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა რეგიონული აეროპორტები არ დაზიანებულა.
ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, ამოფრქვევა შაბათს საღამოს, გრინდავიკის ჩრდილოეთით, ჰაგაფელსა და სტორა-სკოგფელს შორის დაიწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.