შეიცავს საბჭოთა ეპოქის ნიშნებს – ყაზახეთი სახელმწიფო გერბის შეცვლას გეგმავს

ყაზახეთი სახელმწიფო გერბის ცვლილებას გეგმავს. ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი გამოვიდა. “ვფიქრობ გასათვალისწინებელია პროფესიონალებისა და მზრუნველი მოქალაქეების დასკვნები იმის შესახებ, რომ გერბი რთულად აღქმადია და შეიცავს საბჭოთა ეკლექტიკისა და ეპოქის ნიშნებს”. – წერს თოყაევის პრესსამსახური. თოყაევის თქმით, ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ყველა ასპექტს და ჩაატარებს საზოგადოებრივ დისკუსიას. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება […]
“საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – მექსიკის საზღვარზე მყოფი ქართველი

“საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” – მექსიკის საზღვარზე მყოფი ქართველი მექსიკის საზღვარზე საქართველოს 30 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ისაუბრა, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. მისი ინფორმაციით, საზღვარზე მყოფი ქართველები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით კი, სიცრუეა. […]
ისლანდიაში ვულკანის ლავა ქალაქ გრინდავიკს უახლოვდება

სამხრეთ ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევის გამო, ლავამ ევაკუირებული ქალაქ გრინდავიკის გარშემო არსებულ თავდაცვის კედლებამდე მიაღწია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილიდან, გეოთერმული სპა ლურჯი ლაგუნის ტერიტორიიდან, 500-600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კეფლავიკის საერთაშორისო აეროპორტი და სხვა რეგიონული აეროპორტები არ დაზიანებულა. ამოფრქვევა შაბათს საღამოს, გრინდავიკის ჩრდილოეთით, ჰაგაფელსა და სტორა-სკოგფელს […]
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს ქართველების ჯგუფი აკვირდება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებად მუშაობს ქართველების ჯგუფი, იუწყება ტელეგრამ-არხი „რუსეთის ქართული სათვისტომო“. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. არჩევნები „მშვიდ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, ამბობს პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. მასთან ერთად, რუსეთში იმყოფება პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე და სხვები. რუსეთში ხმის მიცემის პროცესს ასევე აკვირდებიან დამკვირვებლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. სრულად: „რადიო […]
რა თანხა გამოიმუშავა FIFA-ს პრეზიდენტმა 2023 წელს – SKY NEWS ჯანი ინფანტინოს შემოსავალზე

Sky News-ის ჟურნალისტმა რობ ჰარისმა გამოაქვეყნა მონაცემები, თუ რამდენი გამოიმუშავა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2023 წელს. ირკვება, რომ პრემიებთან ერთად, მისი შემოსავალი 4,21 მილიონ ევროს შეადგენდა. პრემიები კი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ჩატარებული ტურნირების ეგიდით, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატით გამომუშავდებოდა. ინფანტინო FIFA-პრეზიდენტი 2016 წლიდან გახლავთ და მოქმედი ვადით, ამ თანამდეობაზე 2027 წლამდე უნდა იყოს.
ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. “დღეს საავადმყოფოში მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა კიდევ ერთი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, ოდესაზე მიტანილი იერიშის კიდევ ერთი მსხვერპლი”. – ამბობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო. კლიმენკოს თქმით დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის 70 ადამიანია დაშავებული. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონალური ადმინისტრაციის თქმით, გარდაცვლილი 39 წლის მეხანძრე ვიტალი […]
10 წელიწადში აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი 6.5-ჯერ გაიზარდა – AAWE

2013-2023 წლებში შეერთებულმა შტატებში ქართული ღვინის იმპორტი 6.5-ჯერ, $0,8 მლნ-დან $5,2 მლნ-მდე, გაიზარდა. 2023 წელს ქართულმა ღვინომ აშშ-ში ღვინის მთელი იმპორტის 0,078% შეადგინა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 0,016% იყო. ამის შესახებ მონაცემებს ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია (AAWE) აქვეყნებს. AAWE 1994-2023 წლებში ქართული ღვინის აშშ-ში იმპორტირებული ღვინის ღირებულებას დოლარში აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 1997 წელს აშშ-ს ბაზარზე […]
„სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხს განიხილავს“ – „რია ნოვოსტი“

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, „რია ნოვოსტი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარზე, ალან ალბოროვზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის საკითხი – „ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით“. ალბოროვმა სწორედ ასე უპასუხა კითხვას ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ. მისი სიტყვებით, მოსკოვი და ცხინვალი „კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ“. […]
განახლებული ინფორმაცია გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ

განახლებული ინფორმაცია გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, […]
“მათში 90 ათას დოლარს ითხოვენ. ანუ გამტაცებლებიც კი ხვდებიან, რომ ერთი ქართველის სიცოცხლე 3 ათას დოლარზე მეტი არ ღირს” – გია ხუხაშვილი მექსიკაში გატაცებულებზე

“მათში 90 ათას დოლარს ითხოვენ. ანუ გამტაცებლებიც კი ხვდებიან, რომ ერთი ქართველის სიცოცხლე 3 ათას დოლარზე მეტი არ ღირს” – გია ხუხაშვილი მექსიკაში გატაცებულებზე მექსიკაში 30 ქართველი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა ისინი მძევლად აიყვანა და უკვე მეოთხე დღეა, რაც ტყვეობაში არიან. გავრცელებული ცნობების თანახმად, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ვრცელდება ცნობები, […]