დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს დღეს ეწვევა. 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი არმიის მცირე დიაპაზონზე მოქმედების შესაძლებლობა ზოგიერთი პარტნიორის აშკარა ახლომჭვრეტელობას ნიშნავს

სწორედ ახლა და სწორედ უკრაინის თავდაცვა ამ ომში, შეძლებს თუ არა პუტინი ევროპასა და მსოფლიოში ნანგრევების ზონის გაფართოებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ”ამერიკის შეერთებული შტატები – გმადლობთ დახმარების პაკეტისთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა აღდგეს ჩვენი თავდაცვის მხარდასაჭერად. სწორედ ახლა და სწორედ უკრაინის თავდაცვა ამ ომში, შეძლებს თუ არა პუტინი ევროპასა […]

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი – „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას არ გავაგრძელებთ

კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინი ძალაუფლებით არის დაავადებული, მისი ბოლო ჰააგაში, განსასჯელის სკამი უნდა იყოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში, განსასჯელის სკამზე უნდა აღმოჩნდეს. „მსოფლიოში ყველამ გააცნობიერა, რომ ეს ფიგურა, როგორც ისტორიაში ხშირად ხდებოდა, უბრალოდ ძალაუფლებით არის დაავადებული და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამუდამოდ მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის პიროვნული ძალაუფლების გასახანგრძლივებლად არ ჩაიდენს. ამისგან მსოფლიოში […]

რუსეთის ცესკო – დათვლილია ბიულეტენების 98.02% – ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, – ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა – ხმების 3.80%-ი, ლეონიდ სლუცკიმ – 3.17%-ი. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თანახმა იყო, ალექსეი ნავალნი დასავლეთში პატიმრობაში მყოფ პირებში გაეცვალათ

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის და სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თანახმა იყო ალექსეი ნავალნი დასავლეთის ციხეებში მყოფ პირებში გაეცვალა. „გეტყვით, ეს ძალიან მოულოდნელი იქნება: ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოგიერთმა კოლეგამ, და არა ადმინისტრაციის წევრებმა, მითხრა, რომ იყო იდეა, ბატონი ნავალნი გაცვლილიყო ზოგიერთ ადამიანზე, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფებიან. შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ […]

ვლადიმერ პუტინი – არ გამოვრიცხავ, იძულებული გავხდეთ, შევქმნათ გარკვეული სანიტარული ზონა იმ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს კიევის რეჟიმის დაქვემდებარებაშია

რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ყველა პირობა აქვს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ქვეყნისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ საზოგადოება, ვაჩვენოთ ჩვენი არჩევანის სისწორე, რომელსაც მივყვებით, სწორი გზა, რომელსაც მივყვებით და შევქმნათ პირობები შემდგომი წინსვლისთვის, რათა რუსეთი კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ეფექტური იყოს და ყველა პრობლემის გადაჭრა შეეძლოს“, – აღნიშნა პუტინმა, […]

ზედიზედ მეშვიდედ! – საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ […]

რუსეთის ცესკო – დათვლილია ბიულეტენების 96.02% – ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 96.02%, – ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.29%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა – ხმების 3.83%-ი, ლეონიდ სლუცკიმ – 3.15%-ი. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა.

კალცონა: ჯადოქარი არ ვარ – პირველ რიგში სლოვაკეთის ნაკრებზე ვფიქრობ

სერია A-ს 29-ე ტურში, მილანში „ინტერთან“ ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, კომენტარი „ნაპოლის“ მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა: „ყველა პრობლემის გადასაჭრელად ჯადოქარია საჭირო. მე კი ჯადოქარი არ ვარ. ბევრს ვთამაშობთ და ცოტას ვვარჯიშობთ. პრიორიტეტებზე ვმუშაობთ და დაცვითი ფაზის მოწესრიგებას ვცდილობთ. ამას დრო სჭირდება. მოწინააღმდეგის კარს ვუახლოვდებით, მაგრამ გოლის გატანა გვიჭირს. ბიჭებით ვამაყობ, კარგად გაისარჯენ. მეტოქეს ცოტა […]