“ბარსელონამ” “ატლეტიკო” მადრიდში უშანსოდ დაამარცხა

ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „ატლეტიკოს“ 3:0 სძლია. ლევანდოვსკიმ გოლი გიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. – „ბარსამ“ „ატლეტიკოს“ ზედიზედ 5 მატჩი მოუგო – 4 მშრალი ანგარიშით. – რაც ხავიმ ზაფხულში გუნდის დატოვების გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, მისმა შეგირდებმა ყველა ტურნირზე 7 შეხვედრა მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს. – ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ატლეტიკოს“ სახლში 25-მატჩიანი […]

“თუ არ მოვიფიქრეთ რაღაცა, დაიღუპა ქვეყანა” – ზურაბ სიხარულიძე

ბევრად უარესად ყოფილა საქმე ვიდრე მეგონა, ისეთებს მწერენ პირადში რომ წნევა და შაქარი ცაში მაქვს. ვცდილობ ყველას ვუპასუხო, თუ არ მოვიფიქრეთ რაღაცა, დაიღუპა ქვეყანა. მართლა ასეთი უბედურება არ ყოფილა, ყველა ეტაპის მომსწრე ვარ ნარკოტიკს რას შეეხება მარა ჯერ ასეთი არ ყოფილა თავის სიმძიმით. არ ვიცი უნდა რაღაცა გადავტეხოთ თორე მართლა რა მოხდება არ ვიცი.

ოპოზიციას არ აინტერესებს რა ხდება თავდაცვის სისტემაში? – თავდგირიძე

საქართველოში 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს — Gallup-ის კვლევა ერთის მხრივ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი და მეორეს მხრივ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აცილება ყველას უნდა, ხოლო საკონტრაქტო სამსახურში მსურველების რაოდენობა ძალიან ცოტაა, დასკვნის გამოტანა რთული არ უნდა იყოს: სამხედრო სავალდებულო სამსახურმა თავისი თავი ამოწურა და ძირეულ რეფორმას მოითხოვს, ხოლო საკონტრაქტო სამსახური, შორს არის პროფესიონალი ჯარისკაცისთვის საჭირო […]

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ინტერთან” მატჩში?

სერია A-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90+1 წუთი გაატარა. “ნაპოლის” შემტევის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.4 ქულა, Sofascore 7.0 ქულა, Whoscored 6.9 ქულა. შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს […]

“ნაპოლიმ” სტუმრად “ინტერთან” ფრეს მიაღწია

სერია A-ს 29-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე ლიდერ „ინტერს“ დაუზავდა – 1:1. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ოსიმენმა ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა და მის ნაცვლად მწვრთნელმა კალცონამ ძირითად თერთმეტეულში რასპადორი დააყენა. მასპინძლები უფრო სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ და პირველი მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლენ, თუმცა სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ხვიჩას […]

რუსეთში საარჩევნო უბანზე 64 წლის ქალმა ასაფეთქებელი მიიტანა და საპირფარეშოში ააფეთქა

ტელეგრამ არხ Baza-ს ინფორმაციით, პერმის ქალაქში 64 წლის ქალმა ერთ-ერთ ცენტრალურ საარჩევნო უბანზე დიდი ზომის ასაფეთქებელი მიიტანა და შენობის საპირფარეშოში ააფეთქა. გავრცელებული ცნობებით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა, ხოლო შენობიდან 50-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ცნობები პერმის ტერიტორიული უსაფრთხოების სამინისტრომაც დაადასტურა, ხოლო ტელეგრამ არხ Properm.ru-ს მიხედვით, დაშავებული ქალი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებას სეპარატისტების ე.წ. მთავრობა უკრაინულ მხარეს აბრალებს

დნესტრისპირეთის პრორუსულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ კვირას სეპარატისტულ რეგიონში მომხდარი აფეთქება უკრაინიდან გაშვებულმა გამოიწვია. მოგვიანებით, მოლდოვამ სეპარატისტული “მთავრობის” მიერ გავრცელებული განცხადებების სისწორე უარყო. თავის მხრივ, უკრაინა რუსეთს დნესტრისპირეთის რეგიონში “პროვოკაციის მოწყობაში” ადანაშაულებს. სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ ტირასპოლის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდნენ, რომ “აფეთქება კამიკაძე დრონის იერიშმა გამოიწვია”. მათი თქმით, დრონი უკრაინის […]

„პუტინი მკვლელია!“ – რუსების ანტიპუტინისტური აქცია თბილისში

თბილისი შეუერთდა მასშტაბურ საპროტესტო აქციას “ შუადღე პუტინის წინააღმდეგ“, რომელიც 17 მარტს მსოფლიოს მრავალ ქალაქში გაიმართა რუსი აქტივისტები სკანდირებდნენ: პუტინი მკვლელია! ძირს მეფე! არა საქართველოს ოკუპაციას! აქცია პირველ სკოლასთან დაიწყო, თავისუფლების მონუმენტის გავლით, პუშკინის ძეგლთან დასრულდა

პუტინი ძალაუფლებით დაავადდა. მან მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების რუსულ იმიტაციას ლეგიტიმაცია არ აქვს, ხოლო დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა მოღვაწეობა ჰააგაში განსასჯელის სკამზე უნდა დაასრულოს. „მსოფლიოში ყველა მიხვდა, რომ ეს მოღვაწე, როგორც ეს ხშირად ყოფილა ისტორიაში, უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე მართავდეს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის არ ჩაიდენს პირადი ძალაუფლების გახანგრძლივების […]

წოწორია: უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში არ ვმონაწილეობდი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის ბრალდებას ეხმიანება და წერს, რომ უკრაინაში მოსამართლეების ე.წ. ვეტინგის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. “უკრაინაში მოსამართლეების ვეტინგის პროცესში მე არ ვმონაწილეობდი. მე ვმონაწილეობდი გენერალური პროკურორის მოადგილის/მთავარი ანტიკორუფციული პროკურორის შერჩევის პროცესში, რომელმაც უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის […]