ჯო ბაიდენი – პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის – მეორე მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი ძალიან ასაკოვანი და ფსიქიკურად შეუსაბამოა პრეზიდენტობისთვის – მეორე მე ვარ, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც უკვე რამდენჯერმე მისი კონკურენტის, ამჟამინდელი პრეზიდენტის ნაცვლად მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა ახსენა. „ნუ ეტყვით მას. ის ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას წინააღმდეგ იყრის კენჭს, ეს არის ის, რაც მან […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
როგორი იქნება თემურ ქეცბაიას სასტუმრო უზნაძის ქუჩაზე

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე შპს „ტოკიო ჰოტელი“ სასტუმროს აშენებს. როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზეა მითითებული, მიწის ფართობი 722 კვ.მ-ია, საერთო ფართობი 3040.7 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 13061.94 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 27.75მ. საპროექტო ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გახანგრძლივების უფლება კომპანიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. გეგმის მიხედვით მისი დასრულება 24 თვეში იგეგმება. შპს „ტოკიო ჰოტელი“ 2022 წლის ივლისში […]
შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო

გიორგი შერმადინმა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. ტენერიფეს ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა. შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანელი კალათბურთელების მთელს ვარსკვლავებს, თუმცა […]
პუტინმა პირველად ახსენა ნავალნის გვარი და დაადასტურა, რომ მის გაცვლას განიხილავდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, საარჩევნო შტაბში ერთსაათიანი პრესკონფერენციის დროს პირველად ახსენა დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გვარი და პირველი კომენტარი გააკეთა მის დაღუპვაზე. ვლადიმერ პუტინმა “სამწუხარო მოვლენა” უწოდა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას და თქვა, რომ “ასეთია ცხოვრება”. პუტინმა დაადასტურა, რომ განიხილავდა მის გაცვლას იმ პირობით, თუ ალექსეი ნავალნი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. მან თქვა, რომ ნავალნის […]
მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან

მექსიკის საზღვართან გატაცებული ქართველები ისევ ნარკოკარტელის ტყვეობაში რჩებიან. ფორმულას ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი უყვება, რომ თავადაც ცნობებს სოციალური ქსელიდან იგებს და დატყვევებულთა მშვიდობიან გათავისუფლებას ელოდება. “მე რა ინფორმაციაც მაქვს, როგორც იყვნენ, ისევ იქ არიან, ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ. სოციალური ქსელით ველოდებით ჩვენც ამბებს და ველოდებით, რომ მალე გათავისუფლდებიან”, – ამბობს მექსიკაში დაკავებულის ახლობელი. მანამდე, ტყვეობაში მყოფმა […]
საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა. ტრადიციული ყოველწლიური შეჯიბრების ფინალს პარიზმა უმასპინძლა. ბორჯღალოსნებმა საჩემპიონო გამარჯვება პორტუგალიასთან მოიპოვეს, ანგარიშით 36:10. საქართველოს ნაკრებისთვის ეს თამაში პრინციპული იყო იმის გამოც, რომ ექვსი თვის წინ, მსოფლიოს თასზე სწორედ პორტუგალიასთან მატჩი დაასრულა ფრედ და ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა აუტსაიდერის რანგში დაასრულა. ამჯერად, ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიელებს დიდი უპირატესობით აჯობეს […]
ოსტატურად შეასრულა – საბა ლობჟანიძის გოლი MLS-ში [VIDEO]

MLS-ის მე-4 ტურში “ატლანტა იუნაიტედი” “ორლანდო სიტის” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე საბა ლობჟანიძემ გახსნა, ქართველმა ფეხბურთელმა ჯაკუმაკისის ულამაზესი გადაცემით ისარგებლა და MLS-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლიც გაიტანა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისთვის, რომელიც ლუქსემბურგის წინააღდეგ 21 მარტს გაიმართება, საბა ლობჟანიძე განაცხადს მიღმა დატოვა. “ატლანტა […]
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ატარებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი ჯარები ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ. „ვახორციელებთ მაღალი სიზუსტის ოპერაციას ალ-შიფას საავადმყოფოს შეზღუდულ ადგილებში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ. მისი თქმით, საავადმყოფოში მიმდინარე რეიდი ეფუძნება დაზვერვის ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ საავადმყოფოს „ჰამასის“ ტერორისტები ტერორისტული ქმედებების ჩასატარებლად და ხელშეწყობისთვის იყენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოს კომპლექსს ასობით […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.