საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ […]
დავით უსუფაშვილი – ნაბიჯები გადადგმულია იქეთ, რომ ერთპარტიული უმრავლესობის მიერ ცესკოზე დიქტატი გაიზარდოს – „ლელოს“ ამის არ ეშინია, რაც არ უნდა ცვლილებები შეიტანონ, ხალხის ნებას ვერაფრით შეეწინააღმდეგებიან

ნაბიჯები გადადგმულია იქეთ, რომ ერთპარტიული უმრავლესობის მიერ ცესკოზე დიქტატი გაიზარდოს. “ლელოს“ ამისი არ ეშინია, რაც არ უნდა ცვლილებები შეიტანონ, ხალხის ნებას ვერაფრით შეეწინააღმდეგებიან, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ქვეყნის მდგომარეობას ართულებს, ვინაიდან, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი არ სრულდება. „გადაიდგა […]
რომან გოცირიძე – „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს რეკომენდაციები თავზე გადაახია

ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ თავზე გადაახია ევროკავშირს რეკომენდაციები, ვენეციის კომისიას თავისი დასკვნა და იღებენ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ მორგებულია მათ პოლიტიკურ ინტერესებზე – შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უარის თქმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე , – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” არანაირი რეკომენდაციების გათვალისწინებას არ აპირებს. “ნაცვლად […]
ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გამთენიისას დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დახვდნენ. მათ სამხედროებს წარმატება მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. […]
მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სიმონ ნოზაძემ სასამართლოში ჩვენება მისცა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ჩვენება სდსს-ის ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მრჩეველმა, სიმონ ნოზაძემ მისცა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ნოზაძემ აღნიშნა, ის საქმესთან დაკავშირებით იმ ინფორმაციას ფლობს, რაც ღია წყაროებითაა ცნობილი. “ამ საქმესთან დაკავშირებით, მე მხოლოფ ღია წყაროებით […]
კახა კალაძე – 21 მარტს, ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე […]
უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს

უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს. პარლამენტში ინიცირებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღების შედეგად, უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით განათლების მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება ექნება იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლება აღიარებული […]
სააკაშვილი-ჯანაშიას საქმის პროკურორი – დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები არარელევეანტურია, პირიქით, ბრალდების მხარის პოზიციას უფრო ამყარებს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ყველა მოწმე ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენებას აძლევს. როგორც ტყეშელაშვილი აღნიშნავს, დაცვის მოწმეების ჩვენებები არარელევანტურია. „დაცვის მხარეს მოწმეები მოჰყავს, რომლებიც განსახილველ საქმეზე ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი არ არიან. მათი ჩვენებები არარელევეანტურია, პირიქით, […]
“ბარსელონას” უზარმაზარი პოტენციალი აქვს” – ლევანდოვსკი “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ “ატლეტიკოსთან” 3:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პოლონელი ფეხბურთელის თქმით, “ბლაუგრანას” უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. “შესანიშნავად ვითამაშეთ, და მოხარული ვარ, რომ გოლის გატანა და ორი საგოლე პასის შესრულება მოვახერხე. თუმცა უკეთესი იქნებოდა, თუ უფრო მარტივად ვითამაშებდით. გასულ კვირებში საწვრთნელი პროცესი შეიცვალა და ვარჯიშები უფრო ინტენსიური გახდა. ფიზიკურად თავს იდეალურად ვგრძნობ. ახლა შემდეგი ნაბიჯის […]
ბლინკენის სეულში ვიზიტის პარალელურად ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სამხრეთ კორეაში ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთით ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაისროლა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოკლე რადიუსის რამდენიმე რაკეტის გაშვება დაახლოებით დილის 8 საათზე ფხენიანიდან მოხდა და რაკეტებმა ზღვაში ჩამოვარდნამდე 300 კმ დაფარეს. მომხდარი დაგმო იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. ფხენიანის მხრიდან აგრესიული გზავნილები განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, […]