ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, ევაკუაცია, ბათუმის შემდეგ, ქუთაისის სკოლაშიც გამოცხადდა

ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა “პროგრესში” ევაკუაცია გამოცხადდა. საგანმანათლებლო დაწესებულების მეილზე ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გაგზავნა. ადმინისტრაციამ სკოლიდან ბავშვები და თანამშრომლები გამოიყვანა. შემოწმების შედეგად შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. პერიმეტრი ამ დრომდე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. დაწყებულია გამოძიება. შეგახსენებთ, ბათუმში, კერძო სკოლა “პროგრესში” ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. ტერიტორია კინოლოგებმა და სამართალდამცველებმა […]
მოლოდინი მაქვს, რომ ბოლო-ბოლო, ჩამოიტანს თარიღს და გვეტყვის, როდის გახდება საქართველო NATO-ს წევრი – ზარქუა სტოლტენბერგზე

“მოლოდინები ის მაქვს, რომ ბოლო-ბოლო, ჩამოიტანს იმ თარიღს და გვეტყვის, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი და როდის იქნება მისი უსაფრთხოება დაცული,” – ამ განცხადებას იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა აკეთებს. როგორც ზარქუა ამბობს, სტოლტენბერგისგან პოზიტიური გზავნილების მოსმენას ელის. რაც შეეხება, ჩვენ რამდენად დავწინაურდით, ჩვენი პარტნიორები ნატოდან ამბობენ, რომ 4როგორც არასდროს ისე […]
21 მარტს, საფეხბურთო მატჩის სანახავად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა
21 მარტს, საფეხბურთო მატჩის სანახავად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის […]
ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული „საჰაერო ძალების თამაშებიდან“ 28 მედლით დაბრუნდნენ თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გამთენიისას დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი […]
მთავრობამ საპატრიარქოს სასწავლებლებს დამატებით 35 მლნ ლარი გამოუყო

მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონი ლარით დაეხმარება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი მიმართოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებაზე. დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების […]
რის შეცვლას ითხოვს პრეზიდენტი ვეტოს დადებით საარჩევნო კოდექსის სადავო პროექტზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ჩაგდებას. პრეზიდენტის ხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიული წევრები პარლამენტში შემავალ პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე უნდა აირჩეს. „პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა იმ კანონზე, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ის გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ეს არის მეხუთე ვეტო. ყველა ვეტო იყო იქითკენ […]
მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება – 19 მარტიდან ამინდი მკვეთრად უარესდება

19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს […]
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი! ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით!

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ პორტფელს აფართოებს და გემოიანი წყლების კატეგორიაში შედის. „ბაკურიანი“ ხილის გემოთი – არის ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნატურალური ხილის წვენით და ნაკლები შაქრით. „ბაკურიანი“ სამი განსხვავებული ხილის გემოთი – ცოცხალი ლიმონი, მწვანე ვაშლი და წვნიანი ატამი, 0.5 ლიტრიან პეტ შეფუთვაშია წარმოდგენილი. როცა გიყვარს და ზრუნავ! – ბრენდის […]
გაძვირდება თუ არა საწვავი 20 თეთრით? – ნავთობიმპორტიორთა კავშირის პასუხი

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასის ზრდის ან დეფიციტის წინაპირობა არ არსებობს. ამის შესახებ მან მედიაცენტრ “კვირის” პრესკლუბში განაცხადა. გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ვერ დაეთანხმება შეფასებებს, რომ რუსეთიდან ექსპორტის აკრძალვა საქართველოში საწვავს 20 თეთრით გააძვირებს. მისი განმარტებით, ბაზრის სტაბილურობას ევროპული საწვავის იმპორტი უზრუნველყოფს, რომლის ფასიც უკვე […]
დასავლელი ლიდერები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე – ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი – ეს იყო ფარსი და პაროდია

დასავლელი ლიდერები რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკანონო არჩევნებად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის თქმით, ამომრჩევლებს არჩევანის თავისუფლა გაკეთების საშუალება არ ჰქონდა და არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები არ აკვირდებოდნენ. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ასე არ გამოიყურება“, – აღნიშნა კამერონმა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო […]