ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვლავ დაიწყეს საუბარი რუსეთთან შეერთებაზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალან ალბოროვმა “RIA-სთან” განაცხადა, რომ მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით, განიხილება სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. “ჩვენ ყველა ამ საკითხს განვიხილავთ რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით” — განაცხადა მან. ალბოროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და ცხინვალი კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკას ატარებენ. “როდესაც ჩვენ და რუსეთი ერთობლივად […]

საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება რესპუბლიკის მოედანზე დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი

თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი, საბავშვო სივრცეები და კვების ობიექტები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ყველა ბილეთი გაიყიდა. შესაბამისად, გულშემატკივარს, რომელსაც დასასწრები ბილეთი არ შეხვდა, თამაშის ყურება სპეციალურად მოწყობილ დიდ ეკრანზე […]

გაგლოევმა და ბჟანიამ პუტინს მიულოცეს „დამაჯერებელი გამარჯვება”

ვლადიმირ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პუტინმა ხმების 87%-ით გაიმარჯვა. მილოცვაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე დღეს, 18 მარტს გამოქვეყნდა, ბჟანია პუტინს „აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის სახელით“ ულოცავს „დამაჯერებელ […]

რუსეთი: ბელგოროდის ოლქში უკრაინული შეტევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

ბელგოროდის ოლქის გუბერტნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინამ სოფელ ნიკოლსკოეში საცხოვრებელი სახლი დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი 17 წლის ახალგაზრდა და ერთი ზრდასრული კაცი. ნანგრევებიდან ამოყვანილია მცირეწლოვანი გოგო, რომელსაც თავის ქალის დაზიანება აქვს მიღებული, ის საავადმყოფოში იმყოფება, მისი სიცოცხლისთვის ექიმები იბრძვიან. “ოპერატიული სამსხურები აგრძელებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს. სახლის ნანგრევების ქვეშ […]

ვგმობთ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას – საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრო გმობს “ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით”. “აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და […]

თეონა აქუბარდია – „ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია და თავი აქვს ქვიშაში დამალული

„ქართული ოცნება“ არათუ რაიმე ტიპის პოლიტიკის შემუშავებას გეგმავს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნით, არამედ სირაქლემას პოზიციაშია და თავი აქვს ქვიშაში დამალული, როდესაც ჩვენ ვისმენთ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან განაცხადს, რომ ანექსიის პროცესზე მიმდინარეობს მუშაობა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელ მოცემულობაში პრეზიდენტი ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენელია, […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა KIU-ს სტუდენტებს და წაუკითხა საჯარო ლექცია თემაზე – „განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი რეგიონები – საქართველოს გზა ევროპისკენ“. მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მათ შორის, ქვეყნის თანაბარზომიერ და მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, საქართველოს […]

დიმიტრი ხუნდაძე – „ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“ – ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც აწ უკვე პოლიტიკური პარტიის შედეგებსა და მიზნებზე. „ისტორიული არა იმიტომ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია ფუძნდება, არამედ იმიტომ, რომ ფუძნდება პარტია, რომელმაც ჯერ კიდევ საწყისშივე, საზოგადოებრივი მოძრაობის […]

„ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნდა, თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახდა

„ქართული ოცნებიდან“ დაახლოებით ორი წლის წინ გასული „ხალხის ძალა“ საზოგადოებრივი მოძრაობიდან პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდა. პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა დღეს, 18 მარტს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ლიდერებმა თქვეს, რომ მათი პარტია „პროგრესული კონსერვატიზმის“ მიმდევარია. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს. „ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და […]

საგარეო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და […]