ISW: შოიგუ შავი ზღვის ფლოტის დაცვაში წარმატებას თავად მიითვლის, მარცხს კი სხვებს გადააბრალებს

როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) იუწყება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, თავისი შავი ზღვის ფლოტი დაიცვას უკრაინის თავდასხმებისგან და, სავარაუდოდ, ამ ძალისხმევის ფარგლებში გამოცვალა ფლოტის სარდალი. 17 მარტს უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მოინახულა შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტი სევასტოპოლში, სადაც მოისმინა ანგარიშები უკრაინის ოპერაციებისა და ფლოტის მოქმედებების შესახებ. BBC-ის თანახმად, […]

საგარეო საქმეთა მინისტრი: მექსიკაში არავინ არ არის გატაცებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის ათეულობით მოქალაქის მექსიკაში გატაცებაზე. ეს არის მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ნარკოკარტელის მიერ საქართველოს მოქალაქეების დატყვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. “თქვენ გარდა, ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში… არავინ არ არის გატაცებული!.. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ […]

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 15:10 საათზე დაჯდა. ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება ერთობლივი ბრიფინგი. სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოფრინდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ კი სომხეთში მიფრინავს. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, მთავრობის მეთაურის რანგში ბრიუსელში […]

ილია დარჩიაშვილი – ნატოს-სთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორი რეგიონში – სტოლტენბერგის ვიზიტი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში

ნატოს-სთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული პარტნიორი ჩვენ რეგიონში – როგორც ალიანსი, ისე, ბატონი სტოლტენბერგიც ყოველთვის გამოირჩევა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლამდე განუცხადა. მისი თქმით, სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია და ნატო-სთან თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება. „დღეს, ძალიან […]

ბექა ბასილაია – სდსს-ის უფროსის მრჩევლის, სიმონ ნოზაძის ჩვენება იმ ვითარებაშია მნიშვნელოვანი, როცა მოსამართლე ობიექტურია – ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილის პირობებში, ობიექტურობის მოლოდინი რა თქმა უნდა, არ გვაქვს

სიმონ ნოზაძის ჩვენება იმ ვითარებაშია მნიშვნელოვანი, როცა მოსამართლე ობიექტურია. ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილის პირობებში, ობიექტურობის მოლოდინი რა თქმა უნდა, არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია სდსს-ის უფროსის მრჩევლის, სიმონ ნოზაძის ჩვენებას. როგორც ბასილაია განმარტავს, ნოზაძეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ინფორმაციის უარყოფა არ მოუხდენია, რაც მათი გამარჯვებაა. „პირველ რიგში, პროცესის ფორმალურ […]

სოზარ სუბარი – 2008 წლის ომი იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და თუ არ გვეცოდინება სიმართლე, ძნელი იქნება ნდობის აღდგენაზე ველაპარაკოთ ჩვენს თანამემამულეებს – აფხაზებსა და ოსებს

მალე 2 წელი შესრულდება, რაც „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. 2 წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დაიწყო წარმოუდგენელი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენი ტერიტორიიდან მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთის წინააღმდეგ. ერთადერთი, ვისაც ამ უმძიმესი სცენარის თავიდან აცილება შეეძლო, ქართველი ხალხი იყო. ამისთვის კი ხალხს უნდა სცოდნოდა, თუ რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში, – ამ სიტყვებით მიმართა […]

მიხეილ დაუშვილი – ხელისუფლება ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს – მოქალაქეებს „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი თამაშით თამაშის უფლება არ მიუციათ

„ოცნება“ ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია – ეს ადამიანები თავიანთი ბედით კი არ თამაშობენ, არამედ ჩვენი ქვეყნით და ჩვენი მომავლით და ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკითხში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკა-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს “ქართული ოცნებისთვის” […]

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ამერსფორტში ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნიდერლანდებში, ქალაქ ამერსფორტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა ანსამბლ „საქართველოსა“ და „დიდგორის“ ერთობლივ კონცერტს დაესწრნენ. როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „შეხვედრაზე, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ქართველ ემიგრანტებს მათ შორის, აფხაზეთიდან დევნილ […]

ევროპული საბჭოს წევრები – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თავისი ძალა და შესაძლებლობები უნდა გაზარდოს

უნდა გავაგრძელოთ უკრაინის ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება და ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი ძალა და შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს ათზე მეტი წევრის წერილშია აღნიშნული. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა სწრაფი, ღრმა და გრძელვადიანი ცვლილებები მოიტანა ევროპის უსაფრთხოების გარემოში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის […]

ანრი ოხანაშვილი – დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება – ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „ვეტინგი“ იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას

დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება – ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „ვეტინგი“ იწვევს სასამართლო სისტემის პარალიზებას და სასამართლო კორპუსი ორიენტირებულია არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არამედ არის წნეხის და ზეწოლის ქვეშ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არავითარი ობიექტური გარემოება არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში […]