სოზარ სუბარი – ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მთავარი, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების გასამართლება

ჩვენ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მთავარი, რასაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების გასამართლება – ეს არის აგენტურა, რომელიც ქართველ ხალხს არ მოასვენებს და ქართულ სახელმწიფოს, ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, სამართლიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელმაც “უზარმაზარი ბოროტება […]

ევროკავშირი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საარჩევნო უბნების გახსნას

ევროკავშირის ოფისი უკანონოს უწოდებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნას, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს შეფასება დღეს, 18 მარტს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. „ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო […]

“ვულოცავ ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას“ – მედვედევი

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე, პუტინს გამარჯვებას ულოცავს. ТАСС: ეგზიტპოლის შედეგებით, პუტინის ფორმალურ არჩევნებში პუტინი 87.68%-ით ლიდერობს. შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. […]

ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ბარბარა ბონის შეხვდა. ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს SDC ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შვეიცარიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი აქტიური დონორია. ჩვენ არაერთი წარმატებული პროგრამა განვახორციელეთ. […]

„ხალხის ძალა“ პარტიად დაფუძნდა

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი, მოძრაობა „ხალხის ძალა“, პარტიად დაფუძნდა. სადამფუძნებლო ყრილობა დღეს, 18 მარტს, გაიმართა. პარტიის წევრებმა თავმჯდომარედ აირჩიეს სოზარ სუბარი. ის ამავდროულად არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. „ჩვენ დღეს ვიწყებთ პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს და ამ ეტაპზე ჩვენი სამშობლოს და ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი უცხოური თანამზრახველების, აგენტურის გასამართლება იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა“, […]

WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს იძენს, მათ შორის – რუსეთის მოკავშირეებისგანაც

ჩეხეთმა 800 ათასამდე საარტილერიო ჭურვი შეიძინა მთელს მსოფლიოში სხვადასხვა მიმწოდებლისგან და აღმოაჩინა კიდევ 700 ათასი, რომელთა დამატებით შეძენაც შეიძლება. საქმე ეხება 300 ათას საბჭოთა მოდელს და დასავლური წარმოების 500 ათას ჭურვს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი იტყობინება. WSJ-ის ჟურნალისტების თანახმად, ჩეხეთი, რომელიც ჭურვებს უკრაინისთვის გადასაცემად აგროვებს, მათ რუსეთის მოკავშირეებისგან იძენს. პრაღა არ ასაჯაროებს, საიდან მოიპოვებს […]

გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე. თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის. სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ […]

20 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

20 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივა. გომელაურის მოსმენა უკვე ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. შს მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.

ევროკავშირის ოფისი – ევროკავშირი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახსნას უკანონოდ მიიჩნევს

ევროკავშირი უკანონო მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული. „ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ე.წ. საარჩევნო უბნები […]

ჯოზეფ ბორელი – იმედი მაქვს, დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის მხარდასაჭერად ევროპის მშვიდობის ფონდის 5 მილიარდი ევროთი გაზრდას და გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების საკითხებს განიხილავენ. „იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. პირველი არის უკრაინის მხარდაჭერის ფონდი ევროპის მშვიდობის ფონდის 5 მილიარდი ევროთი შევსებით, […]