ზურაბ ჭიაბერაშვილი – სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას, რადგან ეს არის წინაპირობა, რომ ქართველმა ხალხმა ნაბიჯები გადადგას ევროკავშირისა და ნატო-სკენ

სტოლტენბერგის განცხადება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან დაკავშირებით, მოწმობს იმას, რომ ეს არის მთავარი წინაპირობა ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არა კავკასიურ კონტექსტში, არამედ როგორც ევროკავშირისა და NATO-ს მომავალ წევრ ქვეყანას ისე უნდა მოიხსენიებდნენ. „გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კავკასიურ […]

პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. „ასევე, უკრაინის ომისა და […]

„თეგეტა აგრი“ – ახალი სიტყვა სოფლის მეურნეობაში

15 მარტს თეგეტას ახალი მიმართულების მედიაპრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებს აგრომიმართულების ტექნიკა წარუდგინეს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა Tegeta Construction Equipment-მა ბაზარს ახალი მიმართულება – „თეგეტა აგრი“ წარუდგინა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს. „თეგეტა აგრის“ პრეზენტაცია მედიისთვის, პარტნიორებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისში 15 მარტს გაიმართა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ტექნიკა […]

„ჯივიპი“ გლდანი-ნაძალადევის სატუმბო სადგურის ინფრასტრუქტურას განაახლებს

Aqualia „ჯივიპიში” ევროპული სტანდარტების დანერგვას ინფრასტრუქტურული ობიექტების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვითა და განახლებით აქტიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლების პროექტის ფარგლებში „ჯივიპის” მონადირის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სატუმბო სადგური გლდანისა და ნაძალადევის რაიონების სტაბილურ და გამართულ წყალმომარაგებას ემსახურება. „რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურზე მესამე, მაღალი სიმძლავრის ენერგოეფექტური […]

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. შეხვედრაზე ისაუბრეს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მნიშვნელობაზე, სახალხო დამცველის პოზიციასა და ჩართულობაზე სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების თვალსაზრისით, ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი […]

ნათია თურნავა – საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება, 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია 3%-იან მიზნობრივ დონეზე ნაკლებია

ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს. ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხარეებმა ბრიფინგზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაჯამეს. ვიზიტი სფფ-ის IV მუხლის დებულების […]

“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია ინდექსაციას დაექვემდებარება

“სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია ინდექსაციას დაექვემდებარება. მთავრობის ინიციატივით კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანს ყოფილი ძალოვანი უწყებებიდან დათხოვილი პირების, ასევე იმ ადამიანების კომპენსაციის ზრდა წარმოადგენს, ვინც კანონიდან გამომდინარე განსხვავებულ კომპენსაციას იღებენ. დაგეგმილი ცვლილებებით კომპენსაციის არსებული 560 ლარიანი ლიმიტი იზრდება და 1 000 ლარით განისაზღვრება. ამასთან, როგორც შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ […]

მოსამართლე მიქაუტაძე ადვოკატ მწარიაშვილს „ფორმულისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო უჩივის

უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩეული მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ადვოკატ მაია მწარიაშვილს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემული კომენტარის შინაარსის გამო სასამართლოში უჩივის. უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მიქაუტაძემ თქვა, რომ მისი ქონებისა და შემოსავლების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ე.წ. ვეტინგის საფუძვლის შექმნა იყო. სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები […]

მაია სანდუ კანონმდებლებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი ერთად ჩაატარონ

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კანონმდებლებს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმი მოაწყონ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად. 18 მარტს კიშინიოვში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას სანდუმ, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკოსად მიიჩნევა, განაცხადა, რომ ამ ორი მოვლენის გაერთიანება უზრუნველყოფს „ რაც შეიძლება მაღალ აქტიურობას,“ რაც პლებისციტს მიანიჭებს დიდ ლეგიტიმურობას. მოლდოვას, რომელიც დიდი ხანია რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას ცდილობს, ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება შესთავაზეს 2022 წელს. […]

მიუღებელი და უკანონოა – ზურაბიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. “ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე” […]