დიდ დიღომში ბეტონის ქარხნის მშენებლობის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა – რას აცხადებს ინვესტორი

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, დიდ დიღმის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ბეტონის ქარხნის მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. როგორც დიდ დიღმელები აცხადებენ, მსგავსი ტიპის ქარხანა ჰაერის დაბინძურებას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, ამასთან ბეტონმზიდების მოძრაობა დიდ დიღომში არსებულ საცობების პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს. არქიტექტურის სამსახურისგან გაცემული ნებართვის გაუქმების მოთხოვნით 15 მარტს შეიქმნა პეტიცია, რომელსაც 3 დღეში უკვე […]
მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდის – ამის შესახებ ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან სუბირ ლალთან და სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ნათია თურნავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სუბირ ლალის განცხადებით, ფონდი წელს საქართველოში 4.8%-ის ნაცვლად, 5.7%-ის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. სუბირ ლალის განმარტებით, […]
ლაშა ხუციშვილი – მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზრდება

საქართველოში მუშაობა დაასრულა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც კონსულტაციებს სსფ-ის დებულების IV მუხლის მიხედვით პერიოდულად, გეგმურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მისიის დასრულების შემდეგ ეროვნულ ბანკში მედიისთვის ბრიფინგი გამართეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის […]
ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის თებერვლის თვის შედეგებია წარმოდგენილი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, თებერვალში იანვართან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია […]
ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული

ალ-შიფას საავადმყოფოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაურია ლიკვიდირებული. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ფაიკ მაბუჰი, რომელიც „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ძალების ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, შეიარაღებული იყო და ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში იმალებოდა, საიდანაც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედროებმა საავადმყოფოს ოთახებიდან იარაღი ამოიღეს.
კობახიძეს ივანიშვილისგან დავალება აქვს – საარჩევნოდ მისი წინამორბედის გარემოცვა „გააკულაკოს“

ანი დვალიშვილი რას უნდა ველოდოთ ახალს „ახალი“-სგან? არც არაფერს, რადგან, სერიოზული ეჭვი გვაქვს, ეს პარტია ზუსტად ისევე წაართმევს ხმებს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც „ხალხის ძალა“ დაჯდება „ქართული ოცნების“ ხმებზე. წლებია, არაერთი ექსპერტი თუ რიგითი ადამიანი ამბობს, „ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთ თამაშს თამაშობენ და ერთნაირად იქცევიანო და აგერ, ფაქტია – ორივემ შემქნა ისეთი პარტია, რომელსაც იძულებული იქნება, […]
საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს – ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, – […]
ფილმი „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ International Motion Picture Award – ის გამარჯვებულია

ბექა სიხარულიძის ფილმი „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ მადრიდის კინოფესტივალის „International Motion Picture Award“ გამარჯვებულია. მთავარი როლის შემსრულებელმა ია შუღლიაშვილმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ხოლო ფილმის რეჟისორმა ბექა სიხარულიძემ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში ვითარდება, ქალაქში, რომელშიც ექიმს უწევს გააკეთოს საბედისწერო არჩევანი საკუთარ ოჯახსა და სხვის სიცოცხლეს შორის. ფილმში მთავარ როლებს გივი სიხარულიძე, ბექა […]
პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ნატო-რუსეთის კონფლიქტიდან მესამე მსოფლიო ომამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია

რუსეთსა და შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედ ნატოს სამხედრო ალიანსს შორის პირდაპირი კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ პლანეტას სულ ერთი ნაბიჯი აშორებს მესამე მსოფლიო ომს, – განაცხადა 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თუმცა, დასავლეთის გაფრთხილებასთან ერთად, პუტინის თქმით, ძნელად წარმოსადგენია, ვინმეს სურდეს მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა დასავლეთსა და მოსკოვს შორის […]
საფრანგეთი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს. ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, – ნათქვამია […]