რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა აშენდება

რუმინეთში, ევროპის მასშტაბით, NATO-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა აშენდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 57-ე ავიაბაზაზე NATO-ს სამხედრო ბაზის მშენებლობის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება. სამხედრო ბაზის მშენებლობისთვის რუმინეთი 2.5 მილიარდ ევროს დახარჯავს. პროექტის მიზანი ალიანსის საჰაერო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაა, მათ შორის, აშენდება ახალი ასაფრენი ბილიკების, ახალი საკონტროლო კოშკი, რადიო-სანავიგაციო სისტემა და ფრენის სიმულატორი. გარდა ამისა, […]

სი ძინფინგმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, დასავლეთმა – გააკრიტიკა

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო, რასაც მსოფლიოში სხვადასხვა რეაქციები მოჰყვა. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის არჩევნები გააკრიტიკეს, რადგან, მათი თქმით, პროცესი არადემოკრატიულად და არასამართლიანად წარიმართა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, “რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმისადმი ყველა სახის ოპოზიციის წინააღმდეგ გაზრდილი დევნის ფონზე ჩატარდა”. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერონმა […]

რუსეთში გადამმუშავებელი ქარხნების აფეთქებებმა ნავთობი გააძვირა

ორშაბათს აზიურ ვაჭრობაზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ამით გაგრძელდა ნავთობზე წინა კვირას დაწყებული გაძვირება, როდესაც შემცირებული მიწოდებისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შემდგომი თავდასხმების გამო გაზრდილი რიკსების ფონზე, ფასები თითქმის 4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. Brent-ის ნავთობის მაისის მიწოდების ფასი გაიზარდა 32 ცენტით, ანუ 0,4%-ით და 85,66 დოლარამდე ბარელზე. აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის აპრილის […]

ბიტკოინის ფასი $67 000-მდე დაეცა

რეკორდული შედეგების შემდეგ, ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად დაეცა. დღევანდელი, 18 მარტის კურსი (17:24-ზე თბილისის დროით) ბიტკოინი $67,860-ად ივაჭრება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.33 ტრილიონის ფარგლებშია. ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა. როგორც […]

ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. „ევროკავშირი არაკანონიერად მიიჩნევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საარჩევნო უბნების გახსნას საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ოკუპირებულ […]

როგორ დაეხმარა საქართველოს ბანკის ციფრული სასაჩუქრე ბარათი „კენარს“ განვითარებაში

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ცოტა ხნის წინ ციფრული სასაჩუქრე ბარათების შექმნის ფუნქცია დაემატა. სასაჩუქრე ბარათი საქართველოს ბანკის მომხმარებლებს საშუალება აძლევს, საჩუქარი ახლობელ ადამიანს ან საკუთარ თავს გაუკეთონ, ბიზნესებს კი ამ ფუნქციონალის გამოყენებით 1,4 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავიანთი პროდუქტისა და სერვისის შეთავაზება შეუძლიათ. ციფრული სასაჩუქრე ბარათის შექმნა ბიზნეს მენეჯერიდან ძალიან მარტივია, რადგან სასურველ აუდიტორიას თუ სასაჩუქრე […]

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში […]

„როდესაც ვიღაც ბებერი პუტინი ჩათვლის, რომ თან უნდა წაიყოლოს კაცობრიობა, მისი პოპულარობა განადგურდება“ -გიორგი თავდგირიძე

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე. – ბატონო გიორგი, ბოლო დღეებია, რუსი მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო შენაერთები, აქტიურად უტევენ რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებსა და საკმაოდ სოლიდური ზარალიც მიაყენეს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ბევრი კითხულობს, რას აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანა უკრაინას? რუსეთს ხომ ვერ დაიპყრობს უკრაინა? უმჯობესი ხომ […]

შენგელიას ორმაგი დუბლი და “ვირტუსის” დასანანი მარცხი ოვერტაიმში

თორნიკე შენგელიამ მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, მაგრამ მისი ჩინებული თამაშის მიუხედავად, “ვირტუს ბოლონია” დამარცხდა. ეს მოხდა იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში, რომელშიც “ვირტუსი” სტუმრად “პესაროს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 86:87 დამარცხდა. ბოლონიელები ახლოს იყვნენ მოგებასთან, მაგრამ ბოლო წამებზე 3-ქულიანი მიიღეს, რის გამოც ოვერტაიმი დაინიშნა. იქაც ყველაფერი ქულა-ქულაში მიდიოდა, მაგრამ საბოლოოდ, “პეზარომ” მაინც მოიგო. […]

უკრაინა განაგრძობს რუსეთის ნავთობ-ინდუსტრიაზე დრონებით თავდასხმებს

უკრაინამ რუსეთის მასშტაბით სამიზნეებზე იერიშის მისატანად 35 დრონი გამოიყენა. თავდასხმამ ხანმოკლე ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ქვეყნის სამხრეთით. ინფრასტრუქტურაზე რამდენიმედღიანი დარტყმების გამო, მოსკოვმა კიევი უქმეებზე გამართულ არჩევნებში დივერსიის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინას “დასჯის” თავდასხმებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სამხედრო ძალებს და დაზვერვას ახალი „შორი დისტანციური შესაძლებლობებისთვის“, 16 […]