სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის მნიშვნელობაზე, სახალხო დამცველის პოზიციასა და ჩართულობაზე სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების თვალსაზრისით, ასევე, განიხილეს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებათა (ამიკუსის) გაზიარების საკითხები და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა საქმეების სასამართლო განხილვის პროცედურები.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)