პუტინს მეხუთე ვადით არჩევას დასავლეთი არ ულოცავს; კრემლს მილოცვები ჩინეთმა, ირანმა, ჩრ. კორეამ და ინდოეთმა გაუგზავნეს

როგორც მოსალოდნელი იყო „არადემოკრატიულ“ და „უსამართლო“ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთში მეხუთე ვადით კვლავ ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა და ის ქვეყნის მართვას მომდევნო 6 წლის განმავლობაში გააგრძელებს. პუტინს გამარჯვებას არ ულოცავენ დასავლეთში. ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთხმად უარყვეს რუსეთის არჩევნების შედეგები, მოგვიანებით კი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დაუჭირეს მხარი. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ალექსეი ნავალნის მიმართ არასათანადო […]

ილია თოფურია საქართველოშია – UFC-ის ჩემპიონს აეროპორტში გულშემატკვირები დახვდნენ

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი რეისი ცოტა ხნის წინ დაეშვა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიამ მატჩის დაწყებამდე შესაძლოა, ჩემპიონის ქამარი წარადგინოს. ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია.

საფრანგეთი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთში” საარჩევნო უბნების მოწყობას

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს. ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, – ნათქვამია […]

სუბირ ლალი – ეროვნული ბანკი ქვეყნისა და ეკონომიკის ნავიგაციისას მთავარი მოთამაშეა – მიზანი მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის შენარჩუნებაა

მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის შენარჩუნებაა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ განაცხადა. სუბირ ლალიმ სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. „არის რამდენიმე საკითხი, ნება მომეცით ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვანს. მიზანი საქართველოს ეროვნული […]

პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობასა და საჭიროებას. „ასევე, უკრაინის ომისა და რუსეთის […]

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო შეხვედრა გაიმართა

ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციამ პარტიების წარმომადგენლებთან სასწავლო – საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, არსებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიეწოდათ. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ენახათ, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული აპარატები. „ამჯერად შეხვედრებში მონაწილეობა იმ პარტიების წარმომადგენლებმა […]

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე “არჩევნების” ჩატარებას გმობს

საფრანგეთი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში პუტინის არჩევნებისთვის “საარჩევნო უბნების” მოწყობას გმობს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები რეპრესიების ფონზე ჩატარდა. ოფიციალურმა პარიზმა რუსეთის ის მოქალაქეებიც შეაქო, რომლებმაც არჩევნების ფონზე მშვიდობიანი აქციები გამართეს. საფრანგეთმა ასევე დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და ფაქტს “საერთაშორისო სამართლის და […]

თბილისის აეროპორტი გადავსებულია – გულშემატკივრები ილია თოფურიას დახვდნენ (პირდაპირი ეთერი)

თბილისის აეროპორტი გადავსებულია – გულშემატკივრები ილია თოფურიას დახვდნენ (პირდაპირი ეთერი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია თოფურიას გულშემატკივართა დიდი არმია დახვდა ოვაციებითა და შეძახილებით. ილია თოფურია სამშობლოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით ჩამოვიდა. Next: სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში, ცდილობს გააჩინოს უნდობლობა არჩევნების შედეგებისადმი

სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში, ცდილობს გააჩინოს უნდობლობა არჩევნების შედეგებისადმი

სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში, ცდილობს გააჩინოს უნდობლობა არჩევნების შედეგებისადმი „საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, დესტაბილიზაციის გარანტად გვევლინება“-წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ვეტოზე. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული და […]

„ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აგზავნის არასასურველ სარეკლამო SMS-ებს” – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

არასასურველი სარეკლამო SMS-ების გაგზავნის შეზღუდვის მიუხედავად, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტების არსებობაზე განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. როგორც ის აღნიშნავს, ამ პრობლემით სამსახურს მოქალაქეებმა მიმართეს. „სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს“, – ნათქვამია განცხადებაში. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1 […]