ფილმი „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ International Motion Picture Award – ის გამარჯვებულია

ბექა სიხარულიძის ფილმი „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ მადრიდის კინოფესტივალის „International Motion Picture Award“ გამარჯვებულია.
მთავარი როლის შემსრულებელმა ია შუღლიაშვილმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ხოლო ფილმის რეჟისორმა ბექა სიხარულიძემ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების თბილისში ვითარდება, ქალაქში, რომელშიც ექიმს უწევს გააკეთოს საბედისწერო არჩევანი საკუთარ ოჯახსა და სხვის სიცოცხლეს შორის.
ფილმში მთავარ როლებს გივი სიხარულიძე, ბექა სიხარულიძე, ნინო კურატაშვილი, ია შუღლიაშვილი და რომან გვენცაძე ასრულებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)