იანვარ-თებერვალში სპილენძი მადნების ექსპორტი ფაქტობრივად განულდა – ვარდნა $143 მილიონია

სპილენძის მადნები საქართველოს უმსხვილესი საქონლის ათეულში ყოველთვის წამყვან პოზიციას იკავებდა, თუმცა 2024 წლის იანვარ-თებერვალში ამ საქონლის ექსპორტი 99.999%-ით შემცირდა და ექსპორტის მიღებულმა შემოსავალმა 5 ათას დოლარზე ნაკლები შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 143 მილიონი დოლარი იყო. საქსტატის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 143 მილიონი დოლარის ღირებულების 76,627 ტონა სპილენძის მადნები შემდეგ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მარტის დასაწყისიდან 130 რაკეტა, 320-ზე მეტი დრონი და 900-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა – Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში

რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის 130 რაკეტა, 320-ზე მეტი „შაჰედის“ დრონი და თითქმის 900 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე აწარმოებს ტერორისტულ ომს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ თვითმფრინავებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით. “უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9420 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენდა. […]
მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტზე – სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს

ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით , – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, […]
ქეთევან თურაზაშვილი – სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელში

დასავლეთ საქართველოში ვიყავით საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქალაქში გვეუბნებოდნენ, რომ უფრო მეტ პენსიონერს უნდოდა შეხვედრაზე მოსვლა, განცხადების დაწერა, მაგრამ ეშინოდათ… ზოგს შვილმა დაუშალა, რადგან სოციალური დახმარების მოხსნის შეეშინდა – ეს კარგად აჩვენებს, რომ სოციალური დახმარება ადამიანებზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხელში , – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ჩალიპირებში, ავთანდილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, […]
მამუკა მდინარაძე – ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით და ეს რომ არ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში

ჩვენ, რეალურად, ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით. ეს რომ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში, ამიტომ დაარქვეს “რუსული კანონი” რომ არ ვიცით, სად მიდის , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, არა მხოლოდ ამერიკის, არამედ საქართველოს მოქალაქეებმაც არ იციან, […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ და სერტიფიკატები გადაეცათ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ევროკავშირის პროექტის „უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში სამართლებრივი კომუნიკაციის შესახებ ტრენინგი 2 ეტაპად გაიარეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პროგრამის მონაწილეებს სიტყვით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა იოჰან ჰომესმა მიმართეს, სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. „პრაქტიკულ სწავლებაზე აგებული მოდული მიზნად ისახავდა […]
ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მათი ცნობით, სტუდენტები გაეცნენ ანტიკორუფციული ბიუროს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს. თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ამსტერდამში საკვირაო სკოლა მოინახულეს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციების საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ამსტერდამში მდებარე საკვირაო სკოლა „სიხარული“ მოინახულეს, სადაც ქართველი ემიგრანტები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების […]